ცნობილი მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილი შვილის, ლენოს ვიდეოს აქვეყნებს და ტკივილით სავსე პოსტს უძღვნის.
"მამას ენატრები... მამას ყელში გაჩხერილ ბურთს ჰქვია ლენო. მამას გატეხილ გულს ჰქვია ლენო. მამას ცოცხლად სიკვდილით დასჯას ქვია ლენო. მამას სამსახურსაც ლენო ქვია. შენც გვარჯალაძე ხარ ხო? გაიცანი მამაჩემი, რომელსაც მე არ ვიცნობ? მინდა მჯეროდეს, არ გამომდის. მძიმეა. მიყვარხარ. მიჭირს ძაან!" - წერს გიორგი გვარჯალაძე.
მეცრეკლასელმა ლენო გვარჯალაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მამას მის შესახებ არაერთ ეთერში უსაუბრია. "ძალიან რთული იყო ლენო, იმიტომ რომ იყო განსხვავებული. ჩვეულებრივი, მიღებული წესებით მასთან ურთიერთობა არ გამოდიოდა. ვერ შევთანხმდით რაღაცებზე, ღამე სახლიდან
გასვლებზე, ტელეფონის გამორთვაზე...
ბოლოს მაგრად ვიჩხუბეთ. მე წამოვედი სტუდიაში. სახლიდან გამოსვლის წინ უნდა ჩავეხუტო ყველას, ვაკოცო. გასვლის წინ ნინის ჩავეხუტე, ლულუს... ისე მინდოდა წესის დარღვევა და ლენოს ჩახუტება. მინდოდა მეთქვა, ნუ გეშინია, მა, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მალე გადავლახავთ ამ ერთ-ორ კრიზისულ წელს... ვერ მოვითმინე და მის მაგივრად ნინის ჩავეხუტე მეორედ...
ლენოს ჰქონდა სუიციდური მიდრეკილებები. მეც მქონდა ბავშვობაში და გადარჩენილი ვარ. მე მეგონა, რომ ვერ იზამს, მე ხომ ვერ ვქენი და მართლა არ გადახტა?!" - აცხადებვდა გიორგი გვარჯალაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.