ინდოეთში სამკურნალოდ მყოფი ანიტა ფაცაციასთვის წუხანდელი ღამე უმძიმესი აღმოჩნდა. ბავშვს გული გაუჩერდა და აუცილებელი გახდა მისთვის ეკმოს აპარატის ჩადგმა. ოპერაციის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ბავშვის ორგანიზმმა აპარატი ვერ მიიღო, გამოიწვია სისხლდენა და ხელახალი ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო, რომ Lvad აპარატი ჩაედგათ შიგნიდან.
ცოტა ხნის წინ ანიტას ბებიამ, თამუნა გლურჯიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაცია დასრულდა და ანიტას მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია.
"დასრულდა ოპერაცია.ამ ეტაპზე მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია.უღრმესი მადლობა ყველას ასეთი სიყვარულისა და თანადგომისთვის" , - წერს თამუნა გლურჯიძე.