"წიგნების თარო" მცხეთაში - ლექცია "ხელნაწერები არ იწვიან"- როგორ იცავს ლიტერატურა კულტურულ მემკვიდრეობას
"წიგნების თარო" მცხეთაში - ლექცია "ხელნაწერები არ იწვიან"- როგორ იცავს ლიტერატურა კულტურულ მემკვიდრეობას
პროექტი “წიგნების თარო” და საქართველოს პირველი არხი 28 თებერვალს მცხეთას ეწვევა და ღონისძებას გამართავს. ღონისძიებას უმასპინძლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექცია, სახელწოდებით “ხელნაწერები არ იწვიან - როგორ იცავს ლიტერატურა კულტურულ მემკვიდრეობას”. ლექციას წაიკითხავენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და “წიგნების თაროს” წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე. ღონისძიების სტუმრები იქნებიან ლიბერთინსელები, რომელებიც თინეიჯერებისთვის ქართულ ენაზე გამოსაცემ ლიტერატურას არჩევენ. ისინი მკითხელს თავად გააცნობენ პროექტს.

“წიგნების თარო” ლექციის შემდგომ ტრადიციული ფორმატით საჯარო თამაშს მოაწყობს. საჯარო თამაშზე მონაწილეობის მიღება
ნებისმიერ მსურველს შეეძლება, თითოეული მოპასუხე “წიგნების თაროს” პრიზებით დასაჩუქრდება. გამარჯვებულებს წიგნებით გამომცემლობა „პალიტრა L“ დააჯილდოვებს. თამაშს ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება.

ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. ღონისძიების პარტნიორია გამომცემლობა „პალიტრა L“.

ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
98
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი