აქციით მოქალაქეებმა სამედიცინო პერსონალთან ერთად, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიც გაამხნევეს.
"მადლიერების ტაში“ მიეძღვნა არამხოლოდ ქართველ ექიმებს, არამედ მსოფლიო მასშტაბით ყველა მედიკოსს.
აქცია მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და "სექტორ 3”-ის თანაორგანიზებით გაიმართა.
ვიდეო სოციალურ ქსელში ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გაავრცელა.