დები ანი და ნანუკა გუდავაძეები, რომლებსაც ქართული საზოგადოება ორი წლის წინ არ იცნობდა, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებულად გათხოვდნენ. ნანუკა გუდავაძე ბერა ივანიშვილის ცოლია და მის შესახებ არაერთი სტატია გამოქვეყნებულა AMBEBI.GE-ზე.
ყოფილი მოდელი დღეს შვილის აღზრდით არის დაკავებული. ცნობილია, რომ ივანიშვილების ოჯახი კარანტინის დროს მოსახლეობის განწყობაზე ზრუნავდნენ და "ტიკ-ტოკზე" ვიდეოებს აქვეყნებდნენ, რაშიც ჩართული იყო ახალი ნამშობიარები ნანუკაც.
ანი გუდავაძე ნანუკაზე ადრე გათხოვდა და დის ქორწილს ორსული ესწრებოდა. მისი მეულე ბიზნესმენი ნიკა
ფიცხელაურია, მამამთილი კი რამდენიმე თვის წინ სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.