ტაბახმელაში ძაღლმა 5 წლის გოგონა გიურზას თავდასხმისგან იხსნა. ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია ფეისბუქის გვერდზე წერს.
"დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე.წარმოიდგინეთ, ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას.
ებრძვის "რაღაცას" ეს "რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ, გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე.
განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი
და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრობ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს, რა შეიძლება მომხდარიყო, ეზოში ბავშვი რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრია აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს" - წერს ინტერნეტმომხმარებელი.“, – წერს ვახტანგ ლომჯარია.