"თბილისის ბინა ბანკში ჩავდე, რომლის ვალი ჯერ არ გამისტუმრებია... ნეტავ როდესმე მოვახერხებ, მსგავს ადგილზე პატარა ქოხი მქონდეს-მეთქი"
"თბილისის ბინა ბანკში ჩავდე, რომლის ვალი ჯერ არ  გამისტუმრებია... ნეტავ როდესმე მოვახერხებ, მსგავს ადგილზე პატარა ქოხი მქონდეს-მეთქი"
დაახლოებით ოცი წლის წინ, საგურამოდან 3 კმ-ში მდებარე სოფელ არაშენდაში თამრიკო ჭოხონელიძემ მიწის ნაკვეთი იყიდა. ეჩხუბებოდნენ, რად გინდა, სახლს ხომ მაინც ვერ ააშენებო. ისე მოხდა, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით სახლს საძირკველი ჩაეყარა და მშენებლობაც დაიწყო. თამრიკოს მამა, ბატონი კუკური, უზომოდ გახარებული იყო ამ ამბით.

- არაშენდაში ჩემს მეგობრებთან, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ეს სოფელი საგურამოდან ხუთი წუთის სავალზეა. პირველ რიგში, საგურამოსგან განსხვავებით, სიმშვიდემ მომხიბლა. ჩემთვის საგურამო ნაკლებად კომფორტულია დასასვენებლად იმიტომ, რომ ქალაქს წააგავს თავისი ცხოვრების წესით. ყოველთვის მინდოდა, სოფელი მქონოდა. ჯერ
ერთი, ფოლკლორისტი ვარ და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სოფელი, გლეხები და მათთან ურთიერთობა მიყვარს. მერე, გვერდით გყავს ადამიანი, ვისაც აქვს რძე, ყველი, კვერცხი... ყველა პროდუქტი ბუნებრივი და ნატურალურია. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ასეთი სამეზობლო და ჩემთვის სულის მკვებავია ეს ურთიერთობები. მაშინ ვთქვი, ნეტავ როდესმე თუ მოვახერხებ, მსგავს ადგილზე პატარა ქოხი მქონდეს-მეთქი. სულ ცოტა ხანში ჩემი მეგობარი მირეკავს და მეუბნება, არაშენდაში ჩემ გვერდით ნაკვეთს ძალიან იაფად ყიდიანო. სასწრაფოდ ფული შევაგროვე მთელ სანათესავოში და ვიყიდე ადგილი, რომლისთვისაც ხუთი წელი ხელი არ დამიკარებია. იცინოდნენ, ეზო აქვს და ამით კმაყოფილდებაო.
...ოჯახის ძალიან ახლობელმა ადამიანმა, რომელთანაც მირონი მაკავშირებს და რომელიც არაერთი კეთილი საქმითაა ცნობილი, დამასაჩუქრა თანხით. ფაქტობრივად, მისი წყალობით ავაშენეთ სახლის მნიშვნელოვანი
ნაწილი. მამა სახლის დამთავრებას ვერ მოესწრო. მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი გადაუხურავი დარჩა და ზიანდებოდა. შემომითვალეს, მყიდველი გამოჩნდა და რას იზამო? აი მაშინ ჩემს თავს, უფრო კი მამას შევპირდი, რომ სახლს აუცილებლად დავამთავრებდი, ასე ძალიან რომ უნდოდა. იყო ერთი ფაქტორიც. მამას გარდაცვალებით შოკირებულები ვიყავით, ისეთი საყრდენი მუხა გამოგვეცალა ხელიდან და უცბად დიდი ოჯახი დავიშალეთ. გაზაფხული იდგა, რაღაც უცნაური ძალა მომეცა და ვთქვი: წელს, ზაფხულში ჩვენ ერთად ავალთ საგურამოში. ყველას გაუკვირდა, სახლი დაუმთავრებელი იყო. თბილისის ბინა ბანკში ჩავდე, რომლის ვალი ჯერ არ გამისტუმრებია, მაგრამ მიღირდა. რადგან თანხა მქონდა, სახლი მალე დავამთავრე. სამივე და ოჯახებით და დედა ჩამოვედით საგურამოში. იყო სუფრა, ყველანი ერთად ვუსხედით მაგიდას. სულ მქონდა შეგრძნება, რომ მამაც ჩვენთან იყო... თინიკო მესამე შვილს ელოდა, მამაჩემმა იცოდა ამის შესახებ და ისიც იცოდა, რომ გოგონა გაჩნდებოდა. ჩემი და საგურამოდან წავიდა სამშობიაროში, ლიზა დაიბადა და ორივე აქ ამოვიყვანეთ. მადლიანი სახლია, სიყვარულის დიდი ენერგეტიკა მოსდევს, ჩემი მარიამიც აქედან წავიყვანეთ სამშობიაროდ და ელენესთან ერთად დავბრუნდით...
ინტერვიუ და ფოტოსესია აგარაკიდან იხილეთ "შინის" ზამთრის ნომერში
mshoblebi

58642
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (12)
მიიი
0
რაღას ემდურებით ბიძოს სახლის აშენება ასეთი ადვილია?ხალხი ქოხსაც კი ვერ აშენებს ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ გაჭირვებულიადამიანი სახლს ვერ ააშენებს თქვენ მილიონები გინდათ რომ გქონდეთ შემოსავალი იმ ადამიანებმა რა ვთქვათ ვინც ას და ასორმოცდაათ ლარს ვიღებთ ხელფას!!!!!!!!!
11:47 / 18-01-2021
ნანა
0
ასეთი უმადური, მოწუწუნე და თავის მომაბეზრებელი, თამრიკო ჯოხონელიძე, ვერ წარმომედგინა. ძალიან მიყვარდა და პატივს ვცემდი მათ ოჯახს.....ასე როგორ შეიცვალეთ, შენი სტატუსის წაკითხვაც რომ აღარ გინდება ადამიანს, გული მწყდება.
15:02 / 07-01-2021
ყველაზე კითხვადი