კორონავირუსის ახალი შტამი და ბავშვები: „საპანიკო არაფერია“

კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ის ბავშვებს მეტად აავადებს, ვიდრე ზრდასრულებს. ამ საკითხს ექიმი გიორგი ღოღობერიძეც გამოეხმაურა, რომელმაც ეს ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, ეს ჭორი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ბავშვებში ტესტირებების რიცხვი გაიზარდა, რამაც აჩვენა, რომ სინამდვილეში იმაზე 6-ჯერ მეტი ბავშვია კორონაინფიცირებული, ვიდრე აქამდე ეგონათ.
„აქამდე ბავშვებში ტესტირები დიდი რაოდენობით არ ტარდებოდა. ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ დაიწყო მასშტაბური ტესტირებები ბავშვთა ასაკში. მშობლებს საპანიკო არაფერი გაქვთ, ბავშვებში ეს ვირუსი ყველაზე მსუბუქად მიმდინარეობს, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ. შეიძლება ბავშვი იყო
ვირუსის მატერებელი, მაგრამ თუ ეს ავადობას და სიმპტომებს არ გამოიწვევს, საპანიკო რა არის? დიდი ალბათობით, არც შემდგომ გართულებებს ტოვებს.
ახალი შტამი ჩვენთან ახლახან დაფიქსირდა, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ახლა შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ამბობენ, რომ ეს შტამი 70%-ით უფრო გადამდებია. სინამდვილეში ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება 70-ჯერ უფრო გადამდებია ან 7-ჯერ სწრაფად გავრცელდება. ეს ნიშნავს რომ დაახლოებით 2-ჯერ მეტ ადამიანს აინფიცირებს. ეს დატვირთავს კლინიკებს, თუმცა პაციენტისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ძველი შტამით დაინფიცირდება თუ ახლით. მალე გაზაფხულიც დადგება და მზის სხივების გავლენით მაინც შემცირდება გავრცელების ტემპი. არავინ თქვას, რომ მზის სხივებს გავლენა არა აქვთ ვირუსის გავრცელებაზე" - აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.

814
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ყველაზე კითხვადი