ორსულობის იშვიათი შემთხვევა თბილისში - ქალმა მშობიარობამდე ერთი თვით ადრე გაიგო, რომ ოსულადაა
ორსულობის იშვიათი შემთხვევა თბილისში - ქალმა მშობიარობამდე ერთი თვით ადრე გაიგო, რომ ოსულადაა
არაერთხელ დაგვიწერია ისეთ შემთხვევებზე, როცა ქალებს მშობიარობის დრო ისე მოუახლოვდათ, ორსულად რომ იყვნენ, არც იცოდნენ. აქამდე მხოლოდ უცხოური მაგალითები იყო გახმაურებული. ამჯერად კი რეპროდუქუციული მედიცინის ცენტრი ფეისბუქვერდზე მსგავს იშვიათ შემთხვევაზე წერს.
„მაიკო მაია მექვაბიძე სულ რაღაც 1 თვეში ელოდება მშობიარობას, ხოლო ორსულობის შესახებ მხოლოდ დღეს გაიგო!
მაიკოს პირველი 2 ორსულობა თვითნებითი შეწყვეტით დასრულდა, მას შემდეგ 2 ორსულობა ექიმ-გინეკოლოგის - ქეთევან მგალობლიშვილის მკურნალობით შენარჩუნდა. პაციენტმა გარკვეული ჩივილებით დღეს მოგვმართა და გასინჯვისას ექიმ-ექოსკოპისტმა ლელა მალანიამ 34 კვირის ორსულობა
დაადასტურა. პირველი 2 გოგონაა და მესამე ბიჭს ველოდებით. ბედნიერ დედობას და მშობიარობას ვუსურვებთ“ – ნათქვამია პოსტში.
„ძალიან იშვიათი შემთხვეაა. მენსტრუაცია ჩვეულებრივ ჰქონდა, ბავშვები 2 წლის და 1 წლის ჰყავს, ბევრს მოძრაობს და ეტყობა ნაყოფის მოძრაობა ვერ შენიშნა. რომ ეგონა, რომ იქნებოდა 10-12 კვირის, აღმოჩნდა რომ 34 კვირის ფეხმძიმეა. ბედნიერ დედობას ვუსურვებთ“ - ამბობს ექიმი გინეკოლოგი ქეთევან მგალობლიშვილი.

851
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა