"ყველაფერი დაიწყო ერთი უწყინარი შეხვედრით... მე დღემდე ვებრძვი ამას"
"მე ვარ ანრი ჯოხაძე და მინდა ვაღიარო, რომ ვიყავი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული. ეს ყველაფერი დაიწყო ერთი უწყინარი შეხვედრით, როდესაც მეგობარს გავუარე და მივაკითხე კაზინოში და მან შემომთავაზა რაღაც ასეთ აპარატზე, ხუთი-ათი ლარით შეგიძლია გაერთოო, შეაცუროო ეს თანხა და გაერთოო. მას მერე მე ათასები შევაცურე რკინის მანქანაში და ერთ დღეს, როდესაც გამოვედი, რა თქმა უნდა, წაგებული და ჩავჯექი ავტომობილში, მომინდა თამბაქოს მოწევა და აღმოვაჩინე, რომ არ მქონდა სანთებელა. იქვე ჯიხურთან მივედი და რომ მოვიძიე ფული, ხუთი თეთრიც არ მქონდა და მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, მე დღემდე ვებრძვი ამას", - ამბობს მომღერალი.
ცნობილი ქართველების მავნე ჩვევები