2 წლის ანიტა ფაცაციას ბებია, რომელიც შვილიშვილის დასახმარებლად შველას სახელმწიფო უწყების მეთაურებს სთხოვდა, წერს, რომ პრემიერს დავალებით დაუკავშირდნენ:
როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში თამუნა გლურჯიძე ამბობს, უსწრაფესად უნდა მოხდეს ლტოლვილის სტატუსის მოხსნა ანიტასთვის და მისი მშობლებისთვის, რათა ის დრულად გადიყვანონ იტალიის კლინიკაში.
"იტალიაში მოვძებნეთ კლინიკა, სადაც მზად არიან, რომ ანიტას უმკურნალონ. ახლა ბავშვი არის ავსტრიაში და მასზე ამ დრომდე არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა. დღეები გადის და მისი მდგომარება უფრო და უფრო მძიმდება. იმისთვის, რომ ანიტა გადავიყვანოთ იტალიაში საჭიროა ბავშვს მოუხსნან ლტოვილის სტატუსი. იტალიის კლინიკა მზადაა პაციენტი მიიღოს, მაგრამ ავსტრიიდან გვჭირდება ნებართვა, რომ ბავშვი გადავიყვანოთ. უსწრაფესად უნდა მოხდეს ლტოლვილის სტატუსის მოხსნა ისე, რომ არ გაუკეთონ დეპორტი. მეორეს მხრივ, უსწრაფესად უნდა დაითანხმონ იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო, რომ ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანონ ბერგამოს კლინიკაში, რომელიც თანახმაა მის მიღებაზე. კლინიკამ რომ ბავშვი მიიღოს, ამისთვის იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან უნდა ჰქონდეს თანხმობა, ამ თანხმობის მიღებაში კი უნდა დაგვეხმაროს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
ძალიან ვიჭედებით დროში. ჩემი წერილის შემდეგ, დამიკავშირდნენ პრემიერ მინისტრის აპარატიდან და დამპირდნენ დახმარებას. მთავარია, ყველაფერი დროში მოესწროს და პროცესუალური საკითხების მოგვარებას არ შეეწიროს ბავშვის სიცოცხლე", - აცხადებს თამუნა გლურჯიძე.
ინფორმაციისთვის, ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება, "დილატაციური კარდიომიოპათია" დაუდგინდა. საჭიროა საჭიროა ბავშვს ჩაუტარდეს სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში. უნდა ჩაიდგას აპარატი რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ სანამ ოჯახი გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვებასა და დონორის პოვნას შეძლებს.
ოპერაციის გაკეთება დიდ თანხებს უკავშირდება. ოჯახმა და ახლობლებმა უკვე დაიწყეს თანხის შეგროვება, რადგან ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და არც ერთი წამის დაკარგვა აღარ შეიძლება! პატარა ანიტა ახლა ავსტრიაში იმყოფება. ოპერაცია კი დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება.
საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:
GE28BG0000000100761966
მიმღები - ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)
TBC ანგარიში:
GE38TB7855945064300017
გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:
პ/ნ 60001030692
ლია ჩხაიძე
რუსკა კილასონია