ყველაზე მაგარი საახალწლო საჩუქარი ბავშვისთვის... მხოლოდ 6.20 ლარად!
ყველაზე მაგარი საახალწლო საჩუქარი ბავშვისთვის... მხოლოდ 6.20 ლარად!
საახალწლო სამზადისი იწყება. ბავშვები უკვე არჩევენ საახალწლო საჩუქრებს, თოვლის პაპას უგზავნიან წერილებს, მშობლები კი ფიქრობენ, როგორ გაულამაზონ ეს დღეები პატარებს, თან ისე, რომ ბავშვიც კმაყოფილი იყოს, მშობელიც და არც კოლოსალური თანხები დაჯდეს ეს ყველაფერი.
სინამდვილეში, ამის მიღწევა არც ისე იოლია და არც იმდენი ადგილია თუნდაც თბილისში, სადაც პატარას წაიყვან, გაამხიარულებ, თან დაანაყრებ - ესეც ხომ ძალიან უყვართ ჩვენს ბავშვებს. შენც, მშობელსაც გექნება იქ იმის საშუალება, ცოტა დაისვენო, მოდუნდე და შვილის გახარებული თვალებით ისიამოვნო. მით უმეტეს, 2-
დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის
სულაც არ არის დიდი არჩევანი და დედებს ათასგვარი ფანტაზიის მოშველიება უწევთ.
ერთ-ერთი ვარიანტი სწრაფი კვების ცნობილი რესტორნებია, სადაც საკვებთან ერთად პატარებს სხვადასხვა ტიპის საჩუქრებსაც სთავაზობენ. ხშირად, მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვების სწრაფი კვების რესტორნებში ტარება, საკვების თუ სათამაშოების საეჭვო ხარისხის გამო, არც ისე კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა ყველა ერთხმად აღიარებს, რომ პატარებისთვის ასეთი ობიექტები ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია.
ამიტომაც არის განსაკუთრებულად სასიხარულო სიახლე, რომელიც KFC-მ შესთავაზა სწორედ ამ ასაკის პატარებს. საახალწლო დღეებში, KFC-ის რესტორნების ქსელში შესულ პატარებს საკვებთან ერთად საეჭვო ხარისხის მქონე სათამაშოების ნაცვლად, ძალიან სახალისო და საყვარელი წიგნები დახვდებათ.წიგნი ხომყველაზე კარგი საჩუქარია, რომელიც ბავშვსაც ახარებს და მშობელსაც. ამ პატარა, ლამაზად დასურათებულ და კარგი ენით დაწერილ საშობაო ზღაპრებს, რომლებიც პალიტრა L-ის პროდუქტია, 15 დეკემბრიდან მიიღებენ KFC-ის ქსელში შესული ბავშვები SURPRISE BOX -ის სახით. სიურპრიზებით სავსე გემრიელი ყუთის ფასი სულ რაღაც 6 ლარი და 20 თეთრია და წიგნთან ერთად, ამ ფასად, 3 სახეობის საბავშვო მენიუდან ერთ-ერთის არჩევა შეგიძლიათ:
1. საბავშვო ტოსტის მენიუ
• ტოსტი
• პატარა ფრი
• პატარა პეპსი
• წიგნი არჩევით
mshoblebi
2. საბავშვო ლონგერის მენიუ
• ლონგერი
• პატარა ფრი
• პატარა პეპსი
• წიგნი არჩევით

3. საბავშვო სტრიფსის მენიუ
• სტრიფსი 2 ცალი
• პატარა ფრი
• პატარა პეპსი
• წიგნი არჩევით
იმასაც შეგახსენებთ, რომ სიურპრიზების გემრიელი ყუთების რაოდენობა შეზღუდულია, ასე რომ, იჩქარეთ!
• ს/ც "სითიმოლი", ქავთარაძის N1
• ჭავჭავაძისგამზ. N26
• ს/ც "ისანიმოლი", ნავთლუღის 8ა
• ს/ც "სითიმოლი", გლდანი, ხიზაბავრის N1

5622
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ქეთინო
0
რეგიონიდან თუ შეიძლება შევუკვეთოთ?
15:50 / 08-12-2017
myquiz
მსგავსი სიახლეები