ნებისმიერი ასაკისა და მისწრაფების პატარისთვის იპოვით აქ იდეას და საჩუქარს ახალი წლის დღეებში კარგ სუფრასა და დალაგებულ სახლზე მეტად ალბათ ნებისმიერ ოჯახში, სადაც ბავშვია, მის გახარებასა და გაბედნიერებაზე ფიქრობენ. რა მოუტანოს თოვლის პაპამ ახალი წლის ღამეს, როგორ გაატაროს საახალწლო არდადეგები და როგორ მიიღოს რაც შეიძლება ბევრი კარგი ემოცია.
მშობლებს ხშირად უჭირთ ჩამოყალიბება და არჩევანის გაკეთება. ხან დრო არ აძლევთ ამის საშუალებას, ხან - ფინანსები. ვეცადეთ, პატარ-პატარა, პრაქტიკული და საჭირო რჩევები მოგვეცა თქვენთვის, ერთგვარი არჩევანი საიდანაც შეიძლება ნებისმიერი ასაკისა და მისწრაფების ბავშვისთვის იპოვოთ სათქვენო.
1 - საახალწლო ღონისძიებები, სპექტაკლები, კონცერტები
ახალი წლის დღეებში ნებისმიერ ბავშვს უხარია საახალწლო ღონისძიებაზე დასწრება. არჩევანი წელს არც ისე მწირია და შეგიძლიათ, ბავშვისთვის აარჩიოთ ასაკის მიხედვით - სპექტაკლი, კონცერტი, წვეულება, კინო. ფასები, დეტალები და ფართო არჩევანი იხილეთ ბმულზე და ბავშვთან ერთად გადაწყვიტეთ, რომელი ვარიანტის შერჩევა ჯობს.
2 - წიგნი ან საყვარელი გმირი
ბევრი პატარისთვის საუკეთესო საჩუქარია საყვარელი წიგნი ან კიდევ წლევანდელი სიურპრიზი პალიტრა L-ისგან - თოვლის გუნდა, გუდა-გუდა, ფუმფულა და ფაფუკი. ეს საყვარელი პერსონაჟი უკვე ნებისმიერი პატარის საუკეთესო მეგობარი შეიძლება გახდეს.
3 - საახალწლო სათამაშოები და 3D წიგნები
წიგნების მაღაზიათ ქსელ "ბიბლუსს" წელსაც მშვენიერი არჩევანი აქვს მშობლებისა და ბავშვებისთვის. გარდა იმისა, რომ აქ საახალწლო დღეებში 50%-იანი, სერიოზული ფასდაკლებებია, სხვა სიახლე და სიურპრიზიც ბევრია.
მათ ჩამონათვალსაც გთავაზობთ:
• ჩემი პირველი ფაზლებიანი წიგნი
• 3D წიგნები ("არგონავტები", "დიდოსტატის მარჯვენა", "პრომეთე", "ზღაპრები პრინცესებზე"... )
• ფერიების მუსიკალური ყუთი
• საახალწლო ფუმფულა სათამაშოები, თოვლის ბაბუები
და ასევე - ნაძვის ხის აწყობის ღონისძიება Biblusi Kids-ში, 23 დეკემბერს 15:00სთ-ზე. ღონისძიებაზე ბავშვებს ელოდებათ ლაპლანდიიდან ჩამოსული "სანტა" და მისი "ფიფქია". დასწრების საფასური: 7 ლარია. დეტალები იხილეთ ბმულზე
4 - გასართობი ცენტრი, საგზური კურორტზე, სათამაშოები, ფოტოსესია
ამ ყველაფერს და კიდევ უფრო დიდ არჩევანს საახალწლოდ, თანაც სერიოზული ფასდაკლებებით, გვთავაზობს hotsale.ge.
შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ვარიანტი და პატარებს ფასდაკლებით უყიდოთ ძვირად ღირებული სათამაშო, ფოტოსესია, კუპონი გასართობ ცენტრში ან სულაც - ზამთრის კურორტზე.
5 – თემატური საჩუქრები გოგონებისა და ბიჭებისთვის
გოგონებისა და ბიჭებისთვის თემატური საჩუქრები ასევე ძალიან კარგი იდეაა. საამისოდ, წიგნების მაღაზიებსაც შეგიძლიათ ეწვიოთ და სათამაშოების დიდ მაღაზიებსაც, სადაც ძალიან ფართო არჩევანია და ნებისმიერი შეარჩევს სასურველს.