"ბასტი ბუბუს" საახალწლო საჩუქარი ყველა პატარას - არ გამოტოვოთ!
"ბასტი ბუბუს" საახალწლო საჩუქარი ყველა პატარას - არ გამოტოვოთ!
წელს საახალწლო ღონისძიებების ჩამონათვალი არც ისე მცირეა და ბევრ მშობელს გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. თუმცა ის, რაც ყოველ წელს უცვლელად ხარისხიანი, მხიარული და ყველა ბავშვისთვის გასახარებელია, წელსაც უალტერნატივო იქნება - "ბასტი ბუბუს" კონცერტი. რა თქმა უნდა, ბასტი და ბუბუ, მეგობრებთან ერთად, წელსაც მიულოცავენ ბავშვებს ახალ წელს და ისიც ეჭვგარეშეა, რომ პატარებს ყველაზე მეტად მათი თანატოლების მიერ ნამღერი საბავშვო სიმღერების მოსმენა სიამოვნებთ. ეს ჭეშმარიტება ყველამ იცის, ამიტომ, იჩქარეთ! კონცერტი მხოლოდ ერთ დღეს ჩატარდება, ორად ორი წარმოდგენა, შესაბამისად, ბილეთები შეზღუდულია!

30 დეკემბერს ფილარმონიის
დიდ საკონცერტო დარბაზში 15:00 და
18:00 საათზე ღონისძიებას გაუძღვებიან ყველასთვის საყვარელი გოგიჩა და ბაბილინა. ასევე იქნებიან დოდები, ბასტი და ბუბუ, ყველა ცნობილი და საყვარელი გმირი.კონცერტზე გამოაცხადებენ ბიბიბი-ს კლიპების ნომინაციებს. პროგრამა 1 საათი და 20 წუთი გრძელდება და ყველა მისულ ბავშვს შესაძლებლობა ექნება გაერთოს და იცეკვოს თოვლის ბაბუის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შესრულებულ ნომერზე, რომელიც გაარემიქსებს ცნობილ ჰიტებს. მოდი, ნახე ბასტი ბუბუ! 
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ფილარმონიის სალაროებში, ასევე ჰოთსეილზე ან ელექტრონულად.

R
2161
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები