"დედობა ხომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად - ბედნიერება. ჩვენ ხომ ეს შევძელით? ჰოდა სხვა დანარჩენიც გამოგვივა!" როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ხშირად გაცნობთ მრავალშვილიან დედებს, რომლებიც პოზიტივით, სიცოცხლის სიყვარულით და ბევრი შვილის მიუხედავად, საკმაო საზოგადოებრივი თუ კარიერული აქტიურობით გამოირჩევიან და სხვა დედებსაც აძლევენ მაგალითს და დიდ სტიმულს. ამჯერად გვინდა გაგაცნოთ ვერა მოსიაშვილი, რომელიც გარდა იმისა, რომ მრავალშვილიანი (4 შვილის) დედაა, ასევე საბავშვო ბაღის დირექტორია. ალბათ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება მისი გაცნობა და მისგან რჩევების მოსმენა, თუ როგორ არის შესაძლებელი, შეათავსო ბავშვების აღზრდა და ამდენად საპასუხისმგებლო საქმე.
- პროფესიით ეკინომისტი ვარ (ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ქიმიური ტექნოლოგია და ბიზნესი მაქვს დამთავრებული), სამედიცინო განათლებაც მაქვს მიღებული. 27 წლის ასაკში სრულიად გაცნობიერებულად შევქმენი ოჯახი და ახლა მყავს ოთხი არაჩვეულებრივი შვილი.
- ყოველთვის მიყვარდა ბავშვები და ვფიქრობ, რომ ასეთ დიდ საჩუქარზე, რომელიც უფალმა მიწყალობა, არ შეიძლებოდა უარი მეთქვა.
- ორი შვილი ფაქტობრივად მარტომ გავზარდე, თუმცა ჩემი უახლოესი ადამიანები ყოველთვის გვერდში მედგნენ და მეხმარებოდნენ. ცხადია, მათი აღზრდა და მოვლა სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, რადგან თითქმის ერთწლიანი შუალედი უფროსებს შორის. ძნელია გამკლავება მით უფრო ორსულობის პირველ ტრიმესტრში, როდესაც თვითონ საჭიროებ მოვლას. ამ დროს კი იმდენი ღამის თენება გჭირდება, რომ ხანდახან ისიც კი მავიწყდებოდა, რომელი საათი იყო, რა დღე იყო ან რა რიცხვი. მაგრამ მათი სიყვარული უსაზღვროდ დიდ ძალას მაძლევდა.
- ცხადია... განა არსებობს ამაზე დიდი ბედნიერება?
- ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც გინდა, რომ შენი საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მოახდინო, ოჯახის გარე სამყაროშიც. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორად გათვალო დრო და მას არ ჩამორჩე. ასე გაცილებით მარტივი ხდება ერთდროულად რამდენიმე საქმის შეთავსება.
- დედობა ხომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად - ბედნიერება. ჩვენ ხომ ეს შევძელით? ჰოდა სხვა დანარჩენიც გამოგვივა. წარმატების საიდუმლო დაუღალავი შრომა, მიზანდასახულობა და დროის სწორად გათვლაა.
ჩემმა შვილებმა დიდი გამოცდილება შემმატეს. მასწავლეს დროის სწორად წარმართვა, დიდი პასუხისმგებლობა და სიყვარული მთლიანად სამყაროს წინაშე, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს და მივხვდი, რომ რაც უფრო მეტს გავცემ, უკანვეც იმას მივიღებთ. ენერგიას, სიყვარულს, სიცოცხლის ხალისს.
- ჩემი მეორე ნაკადი, როგორც ვეძახი ხოლმე ჩემს უმცროს შვილებს - იოანე და მათე, ჩემს ბაღში დადიან, ჩემს უსაყვარლეს აღსაზრდელებთან ერთად. ბაღი ჩვენი და ყველა აღსაზრდელის მეორე სახლია, სადაც ვფიქრობ, რომ ყველას ღირსეულად ვუნაწილებთ სითბოს და სიყვარულს. მე და ჩემი პატარები ხშირად ვატარებთ დროს ერთად. ერთად ვიღებთ მონაწილეობას ისეთ აქტივობებში, როგორიცაა ხატვა და არტთერაპია (სამკურნალო თიხაზე ძერწვის ხელოვნება), რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის შინაგანი სამყოროს გამოსახატავად. ამავდროულად ვეუფლებით ხელოვნებასაც. მე ჩემს შვილებთან და სხვა აღსაზრდელებთან ერთად ვარ ჩართული ყველა პროცესში და ეს უზომოდ საინტერესო და სახალისოა.
- რასაკვირველია, უზომოდ გამომადგა. ჩემი აღსაზრდელების მშობლები ხშირად მეკითხებიან რჩევებს ტემპერატურასთან, გაციებასთან, სხვადასხვა ვირუსთან თუ ელემენტარულ აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით და ძალიან მენდობიან. მათთვის ის ფაქტორი, რომ მე თავადაც დედა ვარ, რომ მათი შვილების თანატოლები არიან ჩემებიც და მათი შვილების გვერდით იზრდებიან, ალბათ კიდევ დამატებითი ნდობის ფაქტორიცაა.
თან ჩემთან ბაღში ონლაინრეჟიმში გვაქვს კამერები დაყენებული და თავად უყურებენ მშობლები, როგორ გარემოში არიან მათი პატარები. რა თქმა უნდა, ესეც დამატებით ნდობას ქმნის.
- ყველა მრავალშვილიან დედას მივესალმები დიდი სიყვარულით. ეს ნამდვილად არ გახლავთ მარტივი. ვუსურვებ გამძლეობას ამ დიდი პასუხისმგებლობის წინაშე. თქვენ ნამდვილად ღირსეული დედები ხართ, ქვეყნის და ერის წინაშე.
მერი ბლიაძე