გარდა იმისა, რომ სათამაშო დაფაზე უძლეველი დევების დამარცხებაა შესაძლებელი, არაერთი სახალისო ეპიზოდიც გელოდებათ თამაში ბავშვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან იგი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური და ფსიქიკური განვითარებისთვის. სწორედ თამაშის პროცესში ყალიბდება ის ძირითადი პიროვნული მახასიათებლები, რომლებიც პირდაპირ ისახება ბავშვის მომავალზე. შესაბამისად, თანამედროვე მშობლებს, რომლებსაც აწუხებთ შვილების კომპიუტერთან მიჯაჭვულობის პრობლემა, აინტერესებთ, თუ როგორ და რა ფორმის სათამაშოებით შეიძლება დაეხმარონ პატარებს თავისუფალი დროის დაგეგმვაში. სათამაშოს შერჩევისას აუცილებელია ვიცოდეთ ბავშვის სურვილები. თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროის ტენდენციებს, მივხდებით, რომ ბავშვებს განსაკუთრებით იზიდავთ სამაგიდო თამაშები. ამის მიზეზი კი ალბათ ის არის, რომ სამაგიდო თამაშებს ბავშვებთან ერთად უფროსებიც დიდი სიამოვნებით თამაშობენ, რაც პატარებს კიდევ უფრო ახალისებთ და ართობთ. ამ მხრივ ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის პალიტრა L-ის მიერ გამოცემული სამაგიდო თამაში „დევების ციხესიმაგრე“ დაუვიწყარ თავგადასავლებს გპირდებათ. გარდა იმისა, რომ სათამაშო დაფაზე უძლეველი დევების დამარცხებაა შესაძლებელი, არაერთი სახალისო ეპიზოდიც გელოდებათ. თამაშის წესები ძალიან მარტივია. „დევების ციხესიმაგრეს“ თამაშობს 2-დან 6 მოთამაშემდე და თამაშს იწყებს ის, ვინც კამათლით ყველაზე მაღალ ციფრს გააგორებს. გამარჯვებულად ჩაითვლება 15 დევის ფიგურის შემგროვებელი, რომელიც ბარათს შეავსებს.
თუ რით არის გამორჩეული და მნიშვნელოვანი „დევების ციხესიმაგრე“ ამის შესახებ გვესაუბრება სამაგიდო თამაშის პროექტის მენეჯერი, კოტე იანტბელიძე:
- თამაშის წესები მრავალფეროვანი სახალისო აქტივობებით გამოირჩევა. თამაში სტარტიდან იწყება, თუმცა თავგადასავალი ყველა მოთამაშისთვის სხვადასხვაა, იმის მიხედვით, ვინ რა რიცხვს გააგორებს კამათლით და რომელ უჯრაზე მოუწევს დაჯდომა.
სათამაშო დაფაზე მოთამაშეები დევების ციხესიმაგრის გარშემო გადაადგილდებიან და ცდილობენ დევების დაჭერას, რომლებიც ციხესიმაგრის შიგნით არიან. მოთამაშეები დაჭერილ დევებს სპეციალურ დაფაზე აგროვებენ. ვინც პირველი შეაგროვებს 15 დევს, გამარჯვებულიც ის არის.
"დევების ციხესიმაგრე“ ბავშვებში ანვითარებს მოტორიკას, ანგარიშის, კოორდინაციის, კომუნიკაციის უნარს, თუმცა, ეს თამაში მხოლოდ პატარებისთვის არ არის, სამაგიდო თამაში "დევების ციხესიმაგრე" იდეალური საშუალებაა იმისთვის, რომ ოჯახის წევრებმა ან მეგობრებმა ერთად და მხიარულად გაატარონ დრო.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სამაგიდო თამაშის შეძენა „ბიბლუსის“ ფილიალებში 29.95 ლარად არის შესაძლებელი.