მსგავს დავალებებს, სასურველია, გართობა-თამაშის ფორმა ჰქონდეს 4-5 წლის ასაკში ბავშვი უკვე წარმოსახვით აზროვნებას იწყებს და ლოგიკური ამოცანების შესრულებაც შეუძლია. როგორი დავალებები განუვითარებს ამ უნარს უფრო მეტად?
4-5 წლის ბავშვებისთვის ლოგიკური ამოცანების ნიმუშები
1. იპოვოს საგანთა ჯგუფში ზედმეტი საგანი ან ნახატი.
2. მიმდევრობის დაცვა. სთხოვეთ, მიმდევრობით დახატოს წრე და კვადრატი, ან ყვავილი და ხე. შეიძლება უფრო გართულებაც და 3 ან 4-საგნიანი მიმდევრობის შემოტანაც.
3. დაავალეთ საგნების სიდიდის მიხედვით დაწყობა.
დავალებები 5-6 წლისთვის
1. იპოვოს ტექსტში გამოტოვებული სიტყვა, მოიფიქროს მოცემული სიტყვის საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვა, პროფესიები.
2. ასწავლეთ შაში, ჭადრაკი ან ნებისმიერი სხვა სამაგიდო თამაში. ეს თამაშები კარგად ავითარებს ლოგიკურ უნარებს.
მსგავს დავალებებს, სასურველია, გართობა-თამაშის ფორმა ჰქონდეს. ყველაზე ეფექტურად ამ მისიას საბავშვო ჟურნალები ასრულებენ, რომლებიც გონების ვარჯიშის პარალელურად, ბავშვს სამუშაო პროცესს აჩვევენ. ის, რომ ხელში ფანქარი აიღოს, სწორად მოკალათდეს და დავალება შეასრულოს, ძალიან კარგი უნარია სკოლისთვის. გარდა ამისა, ჟურნალი ბავშვს წიგნთან ურთიერთობასაც აჩვევს. უფრო დეტალურად იხილეთ სტატია: რა შეუძლიათ გონებრივ თამაშებს