რას ასწავლიან ზღაპრები ბავშვებს - ქართული ხალხური ზღაპრების ჯადოსნური ყუთი
რას ასწავლიან ზღაპრები ბავშვებს - ქართული ხალხური ზღაპრების ჯადოსნური ყუთი
ბავშვის სამყარო ზღაპრებით იწყება, ყალიბდება და ვითარდება. როგორც ზღაპრების მკვლევარები აღნიშნავენ, ზღაპრებში მთავარია დანაპირების შესრულების იდეა, რაც ბავშვს მორალურობას ასწავლის. ჯადოსნურ ზღაპრებში ბედნიერი დასასრული მხოლოდ გარკვეულ პირობებშია შესაძლებელი. მაგალითად, ბედნიერი დასასრული დგება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მთავარი პირი დადებულ პირობას არ დაარღვევს, ბრძოლაში სუსტს დაეხმარება, ბოროტს დაამარცხებს ან სიბოროტეს სიბოროტით არ უპასუხებს.
როგორც მკვლევარი ნათია მესტვირიშვილი განმარტავს, ტოლკიენი ზღაპარის 4 ძირითად ფუნქციას გამოყოფდა.
ზღაპარი ავითარებს ფანტაზიას.
ზღაპარი საგნებსა და მოვლენებს
ახლებურად დაგვანახებს. ეს კი ადამიანს ბავშვურობას უნარჩუნებს.
რეალობიდან გასვლა ზღაპრის მკითხველს ყველაზე კარგად შეუძლია.

ბედნიერი დასასრული – რომელიც, ტოლკიენის აზრით, აუცილებელია ყველა ზღაპრისთვის და მათ უმაღლეს ფუნქციას წარმოადგენს.
ზღაპრები მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რადგან ისინი არა მხოლოდ პრობლემების შესახებ მოუთხრობენ, არამედ აჩვენებენ მათი მოგვარების გზებს. ამ ყველაფრით კი ბავშვებს დაბრკოლებების გადალახვის მოტივაციას უნერგავენ, უქმნიან იმედს და ყველაფრის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულას ასწავლიან.
ზღაპრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართულ ენაზე არაერთი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ზღაპარი ითარგმნება და გამოიცემა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ქართული ზღაპრებიც, რომლებიც პატარებს განსაკუთრებულად უყვართ. ქართული პერსონაჟების პოპულარობის ზრდას დიდ ყურადღებას აქცევს გამომცემლობა „პალიტრა L”, რომელიც პერიოდულად ქართული ზღაპრების ახალ-ახალ გამოცემებს ამზადებს. გამომცემლობის ერთ-ერთი უკანასკნელი
სიახლე კი „ქართული ხალხური ზღაპრების ყუთია“. ლამაზი დიზაინის ყუთში მოთავსებულია 10 პატარა ზღაპარი და ბალიში, რომელზეც ქართული ზღაპრის გმირებია გამოსახული.

„პალიტრა L-ის” საბავშვო პროექტების მენეჯერის თამარ მოწონელიძის განმარტებით, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ქართული ზღაპრების პოპულარობას აქცევენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ანდერსენისა და პეროს გმირების პარალელურად, ბავშვემა იცოდნენ ქართული ზღაპრებიც, იცნობდნენ და უყვარდეთ ქართველი გმირები. სწორედ ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ შევქმნათ საინტერესო შეთავაზებები ქართული ზღაპრების თემატიკაზე. ასეთია ხალხური ზღაპრების ყუთიც, რომელშიც ზღაპრებთან ერთად ლამაზი ბალიშიცაა მოთავსებული,“ - განმარტავს მოწონელიძე.
ყუთში მოთავსებულია 10 სხვადასხვა წიგნი სერიიდან „ჩემი პირველი ბიბლიოთეკა“. სერიის ფარგლებში სულ 25 წიგნია გამოცემული, რომელთაგან 10-10 სპეციალურ ყუთში მოთავსდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბალიში ბუნებრივი მასალისგან არის დამზადებული და ძილის წინ ქართული ზღაპრების წაკითხვის შემდეგ ბავშვებს შეუძლიათ ამ ზღაპრის გმირებიან ბალიშზე დაიძინონ. ვფიქრობ, რომ ის არაჩვეულებრივი საჩუქარია ბავშვებისათვის.
„ქართული ხალხური ზღაპრების ყუთის“ შეძენა წიგნების მაღაზიებშია შესაძლებელი და მისი ფასი 33 ლარია.
328
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი