მშობლებისა და შვილების საყვარელი პერსონაჟები, ბასტი და ბუბუ უკვე ფუმფულა სათამაშოების სახით მოგვევლინებიან. ეს გამომცემლობა „პალიტრა L-ის“, "ბიბლუსისა" და „ბასტი-ბუბუს“ ერთობლივი საჩუქარია ერთგული მომხმარებლებისთვის. მხიარული ღონისძიება 31 ოქტომბერს, 19:00 საათზეა დაგეგმილი, ბიბლუსი გალერეის -1 სართულზე (ჭავჭავაძის #7).
მოსულ სტუმრებს
ასე რომ, ნამდვილად დაუვიწყარი შეხვედრა გელით, რომელიც პატარებს ძალიან მოეწონებათ და გირჩევთ, არ გამოტოვოთ.
მსურველებს შეუძლიათ, იქვეც შეიძინონ ახალი სათამაშოები, გარდა ამისა, ფუმფულა ბასტი და ბუბუ ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.
საბავშვო კვირეული „ბიბლუსში“ – რა საჩუქრები ელით პატარებს