ფოტოები გამოგვიგზავნეთ მისამართზე info@mshoblebi.ge საიტი mshoblebi.ge და ჟურნალი "საბავშვო კარუსელი" ახალ ფოტოკონკურსს იწყებს. კონკურსის თემაა "პატარა მსახიობი", შესაბამისად, ფოტოსურათზე ბავშვის სამსახიობო მონაცემები უნდა ჩანდეს.
ფოტოები გამოგვიგზავნეთ მისამართზე info@mshoblebi.ge. გამოქვეყნების შემდეგ კი იაქტიურეთ და ხმა მიეცით თქვენს კანდიდატს. გაიმარჯვებს ის ფოტო, რომელიც საიტზე ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს. პირველი 3 ადგილის მფლობელს "ენკი-ბენკის" სატელევიზიო სკოლა-სტუდია ამავე სტუდიაში სწავლის ფასდაკლების კუპონით დააჯილდოვებს.
გამარჯვებულის ფოტოები ჟურნალ "საბავშვო კარუსელში" გამოქვეყნდება. საჩუქრებს ჟურნალი და mshoblebi.ge-ს დააწესებენ.
გაითვალისწინეთ, ამ კონკურსში მონაწილეობისთვის ბავშვი უნდა იყოს 3 წელზე უფროსი ასაკის.
გისურვებთ წარმატებებს!