გთავაზობთ იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება და დასწრება უფასოა გთავაზობთ იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომლებიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება და დასწრება უფასოა.
13.30 საათზე, "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში, ჟურნალი "საბავშვო კარუსელი" ბავშვებისთვის გასართობ ღონისძიებას გამართავს. ბავშვებს გასართობი ცენტრის მსახიობები გაახალისებენ, ჟურნალი "საბავშვო კარუსელი" კი სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს. მოეწყობა გათამაშება-ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებსაც გამომცემლობა "პალიტრა L" წიგნებს გადასცემს. დაგეგმილია სახის მოხატვა.
12:00 საათზე, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, პირველი არხის საბავშვო გადაცემა "ყოჩაღების ქუჩაზე" მუშტაიდის ბაღში საქველმოქმედო აქციას გამართავს.
14.00 საათზე, მთაწმინდის პარკში "ბზიკების" კონცერტი გაიმართება.
14:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლე ბავშვებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს სთავაზობს.
ბავშვთა ასერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საგანგებო პროგრამა აქვს თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრს:
12:00 საათიდან 20:00 საათამდე ჯანსუღ კახიძის სახელობის (ყოფილი გოფილექტის) ბაღში წარმოდგენილი იქნება ქუთაისის, ახალციხის, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრების, ასევე "თითების თეატრის" სპექტაკლები.
სტუდია "ბასტი-ბუბუს", თბილისის ხელოვნების სკოლების აღსაზრდელთა და სხვადახვა ეთნიკური ჯგუფების კონცერტები, საბავშვო შემეცნებით-გასართობი პროგრამები, ზღაპრებისა და მულტფილმების გმირები და სხვა;
14:00-16:00 - ელენე ახვლედიანის ბავშვთა ნახატების გალერეის სკვერში წარმოდგენილი იქნება გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრისა და თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თოჯინების თეატრის სპექტაკლები, ასევე გაიმართება ბავშვთა ნახატების გამოფენა;
16:00 ბათუმის თოჯინების სახელმწიფო თეატრი გეპატიჟებათ თეატრში "სხვენი" (კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი) ,
19:00 საათზე მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მცირე დარბაზში ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრი წარმოდგენას გამართავს.
12:00 საათიდან 18:00 საათამდე გეპატიჟებათ "მზიურში" "მზის ფესტივალი" ტრადიციულად, უამრავი საინტერესო და სახალისო გასართობით.
ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია