ანიმაციურ პერსონაჟებს, ისევე როგორც მათ შემქმნელ ადამიანებს ხასიათის განსაკუთრებული თავისებურებები გააჩნიათ. აქედან გამომდინარე ხდება ალბათ ისიც, რომ თქვენი პატარა სწორედ იმ კონკრეტულ პერსონაჟს ირჩევს და იჩემებს, რომელიც ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე დგას ახლოს მის ბუნებასთან.
ვერძი - მაშა მულტფილმიდან „მაშა და დათვი“
პატარა ვერძები მოუსვენრები, თავქარიანები და უზომოდ მოძრავები არიან. არ აქვს მნიშვნელობა ბიჭია თუ გოგონა, ორვე სქესის პაწია მარსიანელი თავგამოდებით ეძებს გასართობს, ხშირად ერთობ სახიფათოსაც კი. მაგალითად იგი, აუცილებლად დაინტერესდება იმით, თუ ორგორ მუშაობს ტოსტერი და საამისოდ, საკუთარ თითებსაც აქტიურად გამოიყენებს. ამასთან ერთად, რომ დაიწვას, გაიჭრას ან იღრძოს კიდეც რამე, იმედი იმისა რომ ჭკუას ისწავლის და მეორედ იგივეს აღარ იზამს, ნუ გექნებათ.
კურო - პანდა მულფილმიდან „კუნგფუ პანდა“
პატარა კუროები დინჯები, მშვიდები და გამაოგნებლად ჯიუტები არიან. მათი კიდევ ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება კი სმუსნიაობაა. აქედან გამომდინარე კუროს ტოტალური სიჯიუტის დაძლევა, მხოლოდ და მხოლოდ გემრიელი სასუსნავის ხარჯზე შეიძლება. თუმცა თუკი პატარა კურომ მიზნად რაიმე დაისახა,ამ ქვეყნად ყველაზე სათაყვანებელ კერძზეც კი იტყვის უარს, სასურველი მიზნის მისაღწევად.
ტყუპები - უცხოპლანეტელი მულტფილმიდან „ნახევარქათამა“
მსგავსად გალაქტიკიდან მოფრენილი პატარა, მოუსვენარი ჰუმანოიდისა, ტყუპი ბავშვის მშობლებსაც ხშირად უჩნდებათ შეგრძნება, იმისა რომ მათ შვილს, თუ ერთბაშად სამი თვალი არა, ორი წყვილი ხელი და ფეხი მაინც უბოძა განგებამ. აბა სხვამხრივ, როგორ უნდა ახსნათ ის ფაქტი, რომ ამ წუთას თუ ჩართული მიქსერიდან გამოაყოფინებთ თითებს, წამის მეასედში სარეცხი მანქანის ლუკში იქნება გამაგრებული სახლობანას სათამაშოდ.