ბავშვების ზოგადი განათლებისთვის სამწუხაროდ, მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ არის ალბათ ბევრს გინახავთ სატელევიზიო შოუებში წარმოდგენილი ქუჩის გამოკითხვები, სადაც სტუდენტები ვერ იხსენებენ, ვინ იყო იყო შოთა რუსთაველი, ვინ დაწერა დედაენა, ვინ იყო ქართველთა პირველი მეფე ან სად არის დავით აღმაშენებლის საფლავი. არ იციან თუ არ ახსოვთ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყნის უდიდესი მოღვაწეები და მათი ბიოგრაფია ერთმანეთში არ უნდა გვერეოდეს. ხოლო თუ ამ ცოდნას ბავშვობიდანვე ჩაეყრება საფუძველი, ასეთი მნიშვნელოვანი დეტალები აღარასოდეს დაგავიწყდება.
ბავშვების ზოგადი განათლებისთვის სამწუხაროდ, მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ არის. მშობლები, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს შვილის ცოდნასა და განვითარებას, ყოველთვის ცდილობენ მას დამატებით მიაწოდონ შემეცნებითი მასალა. როცა საქმე ამ მასალის შერჩევაზე მიდგება, პრობლემა აქაც ჩნდება - არც ისე ბევრი გამოცემაა, რომელიც სერიოზულ თემებზე ბავშვს შესაფერისი ენითა და ილუსტრაციებით მოუთხრობს. უფრო სწორად, ასეთი გამოცემები არის, მაგრამ როგორც წესი, უცხოური ანალოგებიდან თარგმნილია და ამიტომ ქართული რეალობის შესახებ არაფერს გვიამბობენ. არადა, საქართველოს წარსულის ცოდნას ქართველი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ისტორია, ჩვენი ქალაქების ისტორია, ქართული ცხოვრების წესი სახვადასხვა ეპოქაში, ქართველი მეფეების, მწერლების, პოეტების და საზოგადო მოღვაწეების, შემოქმედება, საქმიანობა და დამსახურება ბავშვებმა შესაფერისი ლიტერატურიდან უნდა შეისწავლონ. ფარნავაზის, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის, ილია, ვაჟას, აკაკის, იაკობ გოგებაშვილის თუ ექვთიმე თაყაიშვილის ჩადენილი დიად საქმეებს ადრეული ასაკიდანვე უნდა ეზიარონ.
სწორედ ასეთი გამოცემების სერია შეარჩია ჟურნალმა "საბავშვო კარუსელმა" პატარა მკითხველისთვის - ყოველ პარასკევს ჟურნალის ახალ ნომერთან ერთად სერია "დიდი ქართველების" თითო ტომი იყიდება.
"ეს გამოცემა შემთხვევით არ არის შერჩეული. პირველ რიგში გავითვალისწინეთ ასაკი. წიგნები იმდენად მარტივი და გასაგები ენით არის დაწერილი სკოლამდელი ასაკის ბავშვსაც კი შეუძლია სრულად აღიქვას მოცემული მასალა, რა თქმა უნდა თუ მშობელი ხმამაღლა წაუკითხავს. შეიძლება იფიქროთ, რომ ერთ პატარა წიგნში როგორ შეიძლება მოთავსდეს ერთი დიდი მოღვაწის ბიოგრაფია. საქმე ისაა, რომ ამომწურავი ინფორმაცია ძალიან ლაკონურად არის გადმოცემული. უფროსებიც კი დიდი ინტერესით კითხულობენ. თან ახლავს საბავშვო ილუსტრაციები, გასაფერადებელი, ასევე წაკითხული მასალის მიხედვით შედგენილი კროსვორდი და შეკითხვები. თანაც ამ წიგნებს ჟურნალის მკითხველს სპეციალურ ფასად ვთავაზობთ", - აცხადებენ ჟურნალის რედაქციაში.
სერია "დიდი ქართველები" გამომცემლობა პალიტრა L-ში მომზადდა და 45 ტომისგან შედგება.
იხილეთ ასევე: რა შეუძლიათ გონებრივ თამაშებს