თუ მულტფილმებზე და ჩვენს საყვარელ პერსონაჟებზე დავიწყებთ საუბარს, აუცილებლად ვახსენებთ ხოლმე დისნეის მულტფილმებს, დისნეილენდს და ყველა დროის ყველაზე დიდ და პატარა ბავშვს, უოლტ დისნეის. ბევრი ექსპერტი თანხმდება, რომ უოლტ დისნეიმ მოახერხა შეექმნა პარალელური სამყარო, რომელშიც შეგიძლია დაემალო შენს პრობლემებს, დამალო შვილები და ოჯახიც. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს სხვადასხვა ფირმა განსხვავებულ ანიმაციებს გვთავაზობს, "უოლტ დისნეი ფიქჩერზი" პოპულარობას არ კარგავს, პირიქით, ახალ ისტორიებსა და პერსონაჟებს გვთავაზობს.
ყველასთავის დასამახსოვრებელი და საყვარელი პერსონაჟების შექმნა უოლტ დისნეის უდიდესი დანატოვარია მსოფლიოსთვის. დაუღალავი შრომა, ოპტიმიზმი და იდეის რწმენა იყო ის, რაც ამ ადამიანს პარალელური სამყაროს შექმნაში დაეხმარა. იმ სამყაროსი, სადაც დიდიც და პატარას თავს ზღაპრის გმირად გრძნობს. არადა, ის ჩვეულებრივი კარიკატურისტი იყო, ოღონდ არაჩვეულებრივი მიზნებით და ოცნებებით...
გთავაზობთ უოლტ დისნეის რამდენიმე საინტერესო ციტატას:
"თუ შეგიძლია ოცნება, მაშინ მათი განხორციელებაც შეგიძლია."
"დინეი ლენდი არასოდეს დასრულდება. ის გააგრძელებს ზრდას იქამდე, სადამდეც ეყოფა წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი მსოფლიოს".
"თქვენ იქნებოდით ყველაზე უბედური ადამიანი, რომ არ კითხულობდეთ ლექსებსა და წიგნებს".
"შრომას დასარული არა აქვს. მორჩი წუწუნს და აკეტე ის, რაც შეგიძლია"
"მე არ ვქმნი ფილმებს იმისთვის, რომ ფული ვიშოვო. მე გამოვიმუშავებ ფულს, რომ შევქმნა ფილმები".
"ჩვენ გვჯეროდა ჩვენი იდეის - ოჯახური პარკი, სადაც ბავშვები და მშობლები ერთად გაერთობოდნენ".
"ხალხი ისევ ფიქრობს ჩემზე, როგორც კარიკატურისტზე, მაგრამ ახლა მე ვიღებ კალამს ან ფანქარს იმისთვის, რომ მოვაწერო ხელი კონტრაქტს ან ავტოგრაფს".
"თქვენ ხართ წარუმატებელი, თუ მიზანში გყავთ მხოლოდ ბავშვები. დიდები ხომ გაზრდილი ბავშვები არიან".
"გენიოსებს ჩემს სტუდიაში შემოსვლა სასტიკად ეკრძალებათ".
"მე მიყვარს მინი მაუსი ყველა ქალზე მეტად, რომლებსაც კი ოდესმე ვიცნობდი".
"ჩვენ ვიყურებით უკან, მაგრამ არ ვდგავართ ერთ ადგილზე. ჩვენ მივილტვით წინ, ვიწყებთ ახალ საქმეებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ცნობისმოყვარეები... და ცნობისმოყვარეობა გვიბიძგებს ახალი მიზნებისაკენ. მხოლოდ წინ".
მოამზადა სალომე გორგოშიძემ