ვიოლინო ან ფორტეპიანო სასარგებლოა არა მარტო ბავშვის პიროვნების ფორმირებისთვის, ასევე მისი ფსიქიკისთვის როგორც ამერიკელმა მეცნიერებმა კიდევ ერთხელ გაარკვიეს, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე რეგულარული დაკვრა ბავშვებს ბევრ რამეში ეხმარება – ყურადღების ფოკუსირებაში, ემოციების კონტროლში, მღელვარების დაცხრობაში. ანუ ბევრ სხვა რამესთან ერთად, ინსტრუმენტებზე დაკვრა ბავშვის ფსიქიკაზეც ძალიან დადებითად მოქმედებს.
ქალაქ ვერმონტის ბავშვთა ფსიქიატრიის უნივერსიტეტის პროფესორებმა 6-დან 18 წლამდე ასაკის 232 ჯანმრთელი ბავშვის თავის ტვინი გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც მუსიკით არიან დაკავებულნი, ცვლილებები ჰქონდათ თავის ტვინის იმ უბნებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეხსიერებაზე, კონცენტრაციის უნარზე, ორგანიზებულობასა და მომავლის დაგეგმვაზე. გარდა ამისა, ნორჩი მუსიკოსები უკეთ არეგულირებენ თავიანთ ემოციებს და ნაკლებად მიდრეკილნი არიან დეპრესიისა და მღელვარებისკენ. განსაკუთრებით "დამამშვიდებელი" ყოფილა ფორტეპიანო და ვიოლინო.
ასევე იხილეთ:
მუსიკაზე სიარული ბავშვის ტვინზე დადებითად მოქმედებს
მოდურია თუ არა დღეს გიტარაზე სიარული და როგორ მასწავლებელია ხვიჩა მაღლაკელიძე