საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღე და საბავშვო ზეიმი დედაქალაქის საკრებულოში
საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღე და საბავშვო ზეიმი დედაქალაქის საკრებულოში


საბავშვო წიგნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას თბილისის საკრებულოში ჟურნალი „საბავშვო კარუსელიც“ შეუერთდა. ღონისძიებაზე საბავშვო ზეიმი მოეწყო, რომელსაც საბავშვო სახლ ,,მომავლის გზა’’-ს ბენეფიციარები ესწრებოდნენ. სპონსორების მიერ გამოყოფილ საჩუქრებთან ერტად პატარებს „საბავშვო კარუსელის“ ნომრები და გამომცემლობა „პალიტრა L-ის წიგნებიც მიიღეს „ლიბერქიდისის“ სერიიდან.
mshoblebi
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი საბავშვო მწერლების ლელა ცუცქირიძის, მარიამ წიკლაურის, გივი ჩიღვინაძისა და თამარ გეგეშიძის ილუსტრირებული გამოცემები და საბავშვო ლიტერატურა. ასევე, მოეწყო მხატვრების ნინო ჩაკვეტაძის, სალომე ხოტივარისა და ლელა ცინაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.
mshoblebi
ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და გენდერული თანასწორობის
საბჭოს ხელმძღვანელის თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით,
თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში მოეწყო.

2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1967 წლიდან აღინიშნება და ემთხვევა ცნობილი პოეტის და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.
,,მოგეხსენებათ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე. გადავწყვიტეთ, დღევანდელი დღე იმ პატარებისთვის გაგვეხალისებინა, რომელთაც განსაკუთრებულად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ბავშვებმა გაიცნეს ის ადამიანები, რომლებიც მათთვის საინტერესო წიგნებს ქმნიან. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ღონისძიებაში ჩართულ საბავშვშო მწერლებსა და მხატვრებს და იმ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა ჩვენს ინიციატივაში’’- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
84
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი