სად შეიძლება წაიყვანოთ ბავშვი გასართობად და დროის გასატარებლად? ბევრ მშობელს აქვს ეს პრობლემა - არ იცის, სად წაიყვანოს ბავშვი გასართობად, დასასვენებლად, განსავითარებლად და ა.შ. გადავწყვიტეთ, მოგაწოდოთ ხოლმე სასარგებლო ინფორმაცია, გაგიილოთ საქმე, რომ არ ეძებოთ აქა-იქ და ერთად ნახოთ ყველა საინტერესო და საჭირო სიახლე.
მაშ ასე, თბილისის კინოთეატრებში ბავშვებისთვის ამ კვირაში "მალეფისენტი" გადის, ზღაპარი, რომელშიც ანჯელინა ჯოლი ჯადოქარს ასახიერებს და ცოტა მოზრდილი ბავშვებისთვის კარგი სანახავი იქნება. უფრო პატარები ალბათ სიამოვნებით ნახავენ მულტფილმს "მძარცველი ციყვები: ოპერაცია თხილი", ქართული გახმოვანებით.
ბავშვების ასაკისთვის ყველაზე შესაფერისი მოზარდ მაყურებელთა თეატრი რამდენიმე საბავშვო სპექტაკლს გთავაზობთ: "იავნანამ რა ჰქმნა?!", "ემილის თავგადასავალი", "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" და "ნაცარქექია".
საინტერესო წარმოდგენებია ცირკში, რომელთა ნახვასაც ნამდვილად გირჩევთ - უკრაინული დასი ბავშვებს ლაზერული შოუებით, პროფესიონალი აკრობატებით და გაწვრთნილი ცხოველებით იზიდავს.