ჟურნალებში არაერთი საინტერესო და სახალისო თამაშია წარმოდგენილი შემეცნებით-გახართობი ჟურნალის "საბავშვო კარუსელი" ახალი ნომრები უკვე გაყიდვაშია. გოგონებს ჟურნალში საყვარელი მულტგმირები მაშა და დათვი, ბიჭებს კი - სპილო დამბო და ცირკი დახვდებათ. ამ პერსონაჟებთან ერთად ჟურნალებში არაერთი საინტერესო და სახალისო თამაშია წარმოდგენილი.
მულტპერსონაჟების გარდა პატარებს ორივე ჟურნალში კროსვორდები, რებუსები და სკანვორდები (ნახატიანი კროსვორდი) ელოდებათ. ასევე - გასაფერადებლები, ლაბირინთები და სახალისო დავალებები უნარების შესამოწმებლად. რუბრიკა "ყველაზე პატარებისთვის" პაწაწინა მკითხველს ძალიან მარტივ ამოცანებს სთავაზობს. მათი დახმარებით პატარას დაკვირვების უნარი გამოუმუშავდება, პატარა ბიჭებს შეუძლიათ უფროსთან ერთად თავისი ხელით ააწყონ მატარებელი და ლამაზ მდელოზე დააწებონ. გოგონები ძალიან ლამაზი ლაბირინთით გაერთობიან.
გოგონებს ასაწყობი საჩუქრის ყუთი, ბიჭებს კი ვიკინგების ძალიან საინტერესო ისტორია ელოდებათ. რუბრიკა "ცხოველთა სამყარო" კი ბავშვებს სპილოს შესახებ ბევრ საინტერესო რამეს უამბობს. რუბრიკა "შეამოწმე შენი ცოდნა" ახალ კითხვებს გთავაზობთ.
ჟურნალებს თან ახლავს ფასდაკლების კუპონი, რომელსაც ამოჭრით, წარდგენთ მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" ნებისმიერ ფილიალში და მიიღებთ წიგნს განახევრებულ ფასად. ამჯერად წარმოდგენილია საბავშვო მოთხრობების კრებული "ჟიფო; უგულო ხარ შენ, მგელო", რომელსაც 12 ლარის ნაცვლად 6 ლარად შეიძენთ.
რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ საბავშვო ჟურნალთან სისტემატური ურთიერთობა, იქ წარმოდგენილი მარტივი დავალებების შესრულება მოგვიანებით ბავშვს სასკოლო მასალის უკეთ ათვისებაში დაეხმარება, ხელს შეუწყობს კითხვისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.
"საბავშვო კარუსელში" გამოყენებული მასალები იმ სპეციალისტების ნაშრომებს ეყრდნობა, რომლებიც სკოლამდელი და დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვთა განვითარებაზე მუშაობენ. შესაბამისად, ჟურნალში წარმოდგენილი სახალისო დავალებები, თავსატეხები, კროსვორდები და სავარჯიშოები ბავშვის განვითარებაზეა ორიენტირებული. ნუ დაიზარებთ, თვალყური მიადევნეთ თქვენს პატარას ამ დავალებების შესრულებისას, რაც მას ბევრი სასარგებლო უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.