აელიტამ პირველად 2 წლისამ მიიღო მონაწილეობა გამოფენაში, 4 წლისას კი პერსონალური გამოფენა ჰქონდა ნიუ-იორკში ავსტრალიელი მხატვარი აელიტა ანდრე ახლა 7 წლისაა, თუმცა ხატვა 9 თვისამ დაიწყო და სახელიც მალე გაითქვა. მან აიძულა ხელოვნების სამყარო, აღტაცებით ეღიარებინა, რომ ასაკის მიუხედავად, ის პროფესიონალი მხატვარია.
აელიტა მხატვარი-აბსტრაქციონისტია, ცნობილია თავისი სიურრეალისტური ნახატებით და დიდი მიღწევების გამო ავსტრალიის ვიზუალური ხელოვნების ნაციონალური ასოციაციის წევრადაც აირჩიეს.
აელიტამ პირველად 2 წლისამ მიიღო მონაწილეობა გამოფენაში, 4 წლისას კი პერსონალური გამოფენა ჰქონდა ნიუ-იორკში. ამჟამად ის ყველაზე ნორჩი პროფესიონალი მხატვარია მსოფლიოში. მისი ნახატები წარმატებით იყიდება და როგორც ცნობილია, 32 გაყიდული ნახატის საერთო ფასი 800 ათასი დოლარია.