როგორ მიულოცეს ქართველმა პატარებმა დედებს დედის დღე დედის დღე ყველაზე მეტად, დედების მერე, მათ პატარა შვილებს უხარიათ. ყველა თავისებურად ცდილობს მილოცვას - ზოგი ფულს უგროვებს და საჩუქარს ყიდულობს, ზოგი ყვავილებით ან უბრალოდ, ძალიან ლამაზი და თბილი სიტყვებით გამოხატავს, ზოგიერთები კი ასეთ საყვარელ ბარათებს წერენ. მთავარია, რომ დედას ეს ძალიან უხარია და პატარასაც განსაკუთრებული განცდა აქვს, რომ დედა გაახარა. გთავაზობთ რამდენიმე ბარათს, რომელიც ხელთ აღმოგვაჩნდა.