ბიჭუნა გამაოგნებელი ისტორიით ოსკარ რიგლი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სკოლამდელი ასაკის ბავშვია. როგორც მის თანატოლებს, უყვარს თამაში და გართობა. თუმცა სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, შეუძლია თავისუფლად იკონტაქტოს წონიან პროფესორებსა და მეცნიერებთან, და თუ თამაშსა და წიგნის კითხვას შორის უნდა გააკეთოს არჩევანი, მეორეს აირჩევს.
საქმე ის არის, რომ ოსკარს 2 წლის ასაკში მიანიჭეს მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ბავშვის ტიტული. მან მაშინ გააოგნა საზოგადოება თავისი ინტელექტით. მისი ინტელექტის კოეფიციენტი უკვე მაშინ 160-ს აჭარბებდა. თვით აინშტაინს უტოლდებოდა ინტელექტის დონით! ამავე ნორჩ ასაკში მიიღეს მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილ ორგანიზაციაში – მენსის ოქსფორდულ კლუბში.
როგორც ოსკარის მშობლები ამბობენ, ბავშვი უკვე ჩვილობისას აოცებდა საზოგადოებას. 9 თვის ვუნდერკინდმა არა მხოლოდ სიტყვების წამოსროლა დაიწყო, არამედ სიტყვათშეთანხმებებისაც. 2 წლისა უკვე ჩვეულებრივ ლაპარაკობდა დიდებთან სერიოზულ რამეებზე, რაც ჩვენს სამყაროში ხდება.
მშობლები აღტაცებულები არიან თავიანთი შვილით და მის ციტატებსაც კი იწერენ. ერთხელ, როცა ოსკარი ჯერ კიდევ პატარა იყო, წამოისროლა ფრაზა, რომელმაც გააოგნა მშობლები: "დედა, სოსისები ჩემს პირში წვეულებას მაგონებს".
ბავშვის მამა პროგრამისტია. ჯო რიგლი იხსენებს: "ცოტა ხნის წინ ოსკარი ცდილობდა ჩემს ცოლთან პინგვინების რეპროდუქციულ ციკლზე საუბარს. მას სრულიად არაბავშვური თემები აინტერესებს და შეკითხვებით გვავსებს. ყველა მშობელს სურს სჯეროდეს, რომ მისი შვილი განსაკუთრებულია, თუმცა ჩვენ ზუსტად ვიცით: ოსკარი განუმეორებელი პიროვნებაა. მოუთმენლად ველოდები იმ დროს, როცა მოვა ჩემთან და მეტყვის, რომ მე იდიოტი ვარ, გეფიცებით, არ მეწყინება..."
პატარა ნიჭიერი და მისი მშობლები ამაზე არ ჩერდებიან. ყოველ წელს ბავშვი სულ უფრო ჭკვიანდება და მშობლებს იმედი აქვთ, რომ ცხოვრებაში ბევრს მიაღწევს.