"უწმინდესი ხშირად აღნიშნავს ქადაგებებში,რომ უზნეო ადამიანის ხელში მოხვედრილი ცოდნა დამღუპველია" იაკობ გოგებაშვილის "საღმრთო ისტორია" 2012 წელს გამომცემლობა "პალიტრა ელმა" უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გამოსცა, და ის "კარიბჭესთან" ერთად იყიდებოდა. ამ პროექტმა გამოსვლისთანავე მშობლების დიდი ინტერესი გამოიწვია. წიგნები ერთ დღეში ქრებოდა დახლებიდან. რედაქციაში დღესაც უამრავი წერილი მოდის. მკითხველი გვთხოვს ამ სერიის გამეორებას. ბავშვები იზრდებიან, თაობები იცვლება, ვინც ახლა წამოიზარდა და კითხვა ისწავლა, მათ მშობლებსაც უჩნდებათ სურვილი აზიარონ ბავშვები ამ შესანიშნავ პროექტს. სწორედ ამიტომ გამომცემლობამ გაითვალისწინა მკითხველის სურვილები და "საღმრთო ისტორიის" სერია 27 მარტიდან ახლა უკვე ჟურნალ "საბავშვო კარუსელთან" ერთად გაიყდება, იმისთვის, რომ ყველა პატარა მკითხველამდე მივიდეს, რადგან ეს პროექტი მომავალი თაობის სულიერად ჩამოყალიბებაში მცირე წვლილს მაინც შეიტანს.
ცნობილია, რომ იაკობ გოგებაშვილს არ დასცალდა, ერთ სრულყოფილ, სისტემურ წიგნად გამოეცა თავისი ნაშრომები. იგი ხელნაწერის სახით არსებობდა და საბჭოთა ცენზურას ჰქონდა "დატყვევებული". მისი გამოცემის იდეა 1970-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. შემდეგ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დაიწყო მისი ტექსტოლოგიური დამუშავება.
დიდი დიღმის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ირაკლი დუმბაძე:
- დღეს,როდესაც დამიანები კარგავენ ღვთის შიშს და ცდილობენ საკუთარი შეხედულებისამებრ ცხოვრებას,რაც მოწყალე ღმერთს მრისხანებად აღძრავს,მეტად მნიშვნელოვანია წინაპართა კეთილ ტრადიციას დავუბრუნდეთ და შვილებს საღმრთო ისტორია შევაყვაროთ. ვფიქრობ, იაკობ გოგებაშვილის "საღვთო ისტორია" საუკეთესო დახმარებას გაუწევს მომავალ თაობას.
ყველა ღირსეული და გონიერი მშობელი ზრუნავს,რომ შვილი არა მხოლოდ ინტელექტუალი და განათლებული, არამედ ზნეობრივი და კარგი თვისებებით აღჭურვილი გაზარდოს, რაც თავისთავად ძლიერი სახელმწიფოს არსებობის წინაპირობაა. უწმინდესი ხშირად აღნიშნავს თავის ქადაგებებში,რომ უზნეო და ბოროტი ადამიანის ხელში მოხვედრილი ცოდნა დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს მთელი კაცობრიობისათვის
"საღმრთო ისტორია" გამოვა 27 მარტიდან და ჟურნალ "კარუსელთან" ერთად გაიყიდება ყოველ პარასკევს სპეციალურ ფასად - 3 ლარად (ჟურნალთან ერთად 5 ლარი ეღირება)
გაგრძელება
"დღევანდელ დამძიმებულ გარემოში აუცილებელია პირველივე კლასიდანვე რელიგიური აღზრდა"