მწარმოებლები ხშირად ივიწყებენ, რომ საქმე ბავშვის სხეულს ეხება
სავაჭრო ქსელი სავსეა საბავშვო კოსმეტიკით. სამწუხაროდ, მწარმოებლები ხშირად ივიწყებენ, რომ საქმე ბავშვის სხეულს ეხება და ლამაზად შეფუთულ კოსმეტიკაში ბევრ საშიშ ნივთიერებას ურევენ. ამიტომაც ყოველთვის ყურადღებით უნდა წაიკითხოთ ეტიკეტი. გირჩევთ შეინახოთ და შეადაროთ იმ კოსმეტიკური საშუალების ეტიკეტს, რის ყიდვასაც აპირებთ.
•მინერალური ზეთი (Paraffinum Liquidum) - ეს ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული ცხიმია, რომელიც ბავშვის კანზე ლენტასავით ჰაერგაუმტარ ფენას ქმნის. ამის გამო კანი ვეღარ სუნთქავს, ჟანგბადთან შეხება აღარ აქვს, ვეღარც ცხოველმოქმედების ნივთიერებებს გამოყოფს სრულფასოვნად. გაუწყლოება და ინტოქსიკაცია - აი, სადამდე შეუძლია მიიყვანოს ბავშვი ამ კოსმეტიკამ.
•სტეარალკონიუმ-ქლორიდი
ამ ნივთიერებას დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ სარეცხ საშუალბებში, შემდეგ შამპუნებშიც და კრემებში დაიწყეს მისი დამატება, გამონაკლისი არც საბავშვო კოსმეტიკა ყოფილა. ეს ტოქსიკური ნივთიერებაა და ალერგიას იწვევს.
•დიეტანოლამინი (DEA) და ტრიეტანოლამინი (TEА)
ეს ნივთიერება ამიაკს შეიცავს. მისი რეგულარული გამოყენება ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში ყოფნის ტოლფასია. ნეგატიურად მოქმედებს თვალებზე და ლორწოვან გარსზე.
• ბენზილბენზოატი - მომწამვლელი ნივთიერება. კატეგორიულად დაუშვებელია ბავშვებისთვის. ზოგიერთი მეცნიერის შეხედულებით, ბავშვებში შეიძლება მოხუთვა გამოიწვიოს.
• პროპილენგლნკოლი (PPG) და პოლიეთილენგლიკოლი (PEG)
ისინიც ნავთობგადამუშავების ნარჩენებია. ტოქსიკურებია და საშიშია ბავშვის ჯანმრთელობისთვის.
• პარაფინი - კონსერვანტი, რომელიც ადვილად აღწევს ბავშვის კანის ქვედა შრეებში და ესტროგენული მოქმედება ახასიათებს. ესტროგენის ორგანიზმში დალექვამ კი შეიძლება სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს, მათ შორის ონკოლოგიური.
პროპილენგლიკორი (PPG) და პოლიეთილენგლიკორი (PEG)
ბიძგს აძლევს მძაფრ ალერგიულ რეაქციებს. ტოქსიკურია და საშიში.
• შარდოვანა
კონსერვანტი, რომელიც ფორმალგედინს გამოყოფს. ბევრ ქვეყანაში მისი გამოყენება საბავშვო კოსმეტიკაში აკრძალულია.
• 1,4 - დიოქსანი
რეგულარული გამოყენებისას გამოიწვევს ლორწოვანის, კანის ან თვალის ანთებას. მეცნიერების ერთი ჯგუფი ამტკიცებს, რომ ეს ნივთიერება ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოშობას უწყობს ხელს.
ასევე იხილეთ: როგორ უნდა შეარჩიოთ ბავშვისთვის უსაფრთხო კოსმეტიკა