პროექტმა დედაქალაქიდან რეგიონებში გადაინაცვლა ბათუმში მაკულატურის ჩაბარების მსურველთა რიგები დგას. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დაახლოებით 10 ტონა მაკულატურის ჩაბარება უკვე მოხდა. სანაცვლოდ კი 10 ათასი ლარის ღირებულების წიგნი გაიცა.
ბათუმში "მაკულიტერატურის" აქცია 27 აპრილს დაიწყო და 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი კილოგრამი მაკულატურა ერთი ლარის ღირებულების წიგნში გადაცვალონ.
რეგიონებში აქციის მასპინძელი ქუთაისი იყო. ბათუმის შემდეგ მაკულატურას 1-2 მაისს სენაკში, შემდეგ კი ხაშურსა და ყვარელში ჩაიბარებენ.
ამასთან, თბილისში, რვადღიანი აქციის ფარგლებში, 150-160 ტონაზე მეტი მაკულატურა ჩააბარეს, სანაცვლოდ კი, 150 ათასი ლარის ღირებულების წიგნი გაიცა. პროექტმა დედაქალაქიდან რეგიონებში გადაინაცვლა.
თბილისშიც და რეგიონებშიც აქციის დასრულების შემდეგ მაკულატურის ჩაბარების პუნქტები იმავე ადგილას გააგრძელებენ მუშაობას, თუმცა სტანდარტული პირობებით. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.makuliteratura.ge