სანამ ბავშვებს ქალაქიდან გაიყვანთ, მათი გართობა და რაიმეთი დაკავება სერიოზული საფიქრალია არდადეგების დაწყებისთანავე სანამ ბავშვებს ქალაქიდან გაიყვანთ, მათი გართობა და რაიმეთი დაკავება სერიოზული საფიქრალია. სამწუხაროდ, სპეციალურად ამ სეზონისთვის არც გასართობი ცენტრები ცვლიან მუშაობის სტილს და არც არავინ გვთავაზობს რაიმე სიახლეს.
ჟურნალმა "საბავშვო კარუსელმა" საზაფხულო სეზონისთვის გასართობ ცენტრ "ბიბლუსი კიდსთან" ერთად ახალი აქცია წამოიწყო. ჟურნალს საჩუქრად მოჰყვება მუყაოს მონეტები. ეს მონეტები "ბიბლუსი კიდსში" ნამდვილ ლითონის მონეტებზე გადაიცვლება და ბავშვს სათამაშო აპარატებზე უფასოდ თამაშის საშუალებას მისცემს. აპარატები კი, მართლაც გასართობი და სახალისოა და რაც ყველაზე მთავარია, სხვადასხვა ასაკის ბავშვებზეა გათვლილი.
"მთელი ზაფხულის განმავლობაში ჟურნალის ყოველ ნომერს თითო მონეტა გაჰყვება. ის ერთი ლარის ექვივალენტია. ბავშვს შეუძლია დააგროვოს ეს მონეტები და ერთბაშად გამოიყენოს, ან სათითაოდ გადაცვალოს და ყოველ ჯერზე გამოიყენოს. მონეტებს ვადა 31 აგვისტომდე აქვს", - აცხადებენ ჟურნალის რედაქციაში.
თანაც, ამ აპარატების გარდა გასართობ ცენტრში დაგხვდებათ ბევრი სხვა გასართობი, შემეცნებითი თუ უბრალოდ სახალისო.
შეგახსენებთ, "საბავშვო კარუსელი" ყოველ პარასკევს გამოდის. მონეტებიანი ნომრები უკვე გაყიდვაშია.