ეს წიგნი ყველას უნდა ჰქონდეს სახლში! ზღაპრები ნებისმიერი ადამიანის ბავშვობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ყველანი ზღაპრებზე ვიზრდებოდით, ჩვენი შვილებიც ასე არიან. თუმცა მათ ძირითადად ჩვენ ვუამბობთ ხოლმე, ზეპირსიტყვიერებიდან შემორჩენილ, ოდესღაც წაკითხულ ან თუნდაც ჩვენ მიერ მოგონილ ზღაპრებს. არადა, ქართული ხალხური ზღაპრები უდიდესი საგანძურია, მათში ძველი ქართველების წარმოდგენები, ზნეჩვეულებები, მითები, ფიქრები და ოცნებებია ასახული. ეს ჩვენი კულტურის ნაწილია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს. და ჯობს, ეს ყველაფერი სწორედ წიგნებიდან ვუკითხოთ ან თავად იკითხოს ბავშვმა.
სწორედ ამ კულტურის დიდი ნიმუში, ერთ დიდ წიგნად შეკრებილი გელით სულ მალე დახლებზე.
ეს არის თვით თედო რაზიკაშვილის, ვაჟა-ფშაველას ძმის მიერ შეკრებილი და ჩაწერილი ზღაპრები. პოეტი და პუბლიცისტი თედო ქართული ზეპირსიტყვიერების ცნობილი შემგროვებელი იყო და მისი ნამოღვაწარი ამ კრებულში კარგად არის წარმოდგენილი. აქ ნახავთ უამრავ ცნობილ ქართულ ზღაპარს, რომლებზეც დიდებიც გაერთობიან და პატარებიც: "მელია და მწყერჩიტა", "კატა და ვეფხვი", "რწყილი და ჭიანჭველა", "თხა და ვენახი", "ნაცარქექია" და სხვა და სხვა, თითქმის ყველა ცნობილი ქართული ზღაპარი.
არ გამოგრჩეთ, ეს იმ სამაგიდო უნივერსალური ათეულის მეოთხე ტომია, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს სახლში. წიგნი 27 ივლისს გამოვა და ერთი კვირის განმავლობაში გაიყიდება გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სპეციალურ ფასად – 18,50 ლარად. გაზეთთან ერთად – 20 ლარი ეღირება.