ჟურნალებს თან ახლავს ფასდაკლების კუპონი წიგნის შესაძენად ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" ახალი ნომრები უკვე იყიდება. ნომრის გმირებად გოგონებისთვის - არიელი, ბიჭებისთვის კი თვითმფრინავები შევარჩიეთ.
ორივე ჟურნალში პატარები კროსვორდებით, რებუსებითა და სკანვორდებით (ნახატიანი კროსვორდი) გაერთობიან. ჟურნალებში წარმოდგენილია გასაფერადებლები, ლაბირინთები და სახალისო დავალებები უნარების შესამოწმებლად.
გოგონებს არიელის ასაწყობი თოჯინა ელოდებათ, ბიჭები კი ავტოფარეხს თავიანთი ხელით დაამზადებენ. რუბრიკა "საინტერესო ამბები" ბიჭებს ინდიელების ცხოვრებას გააცნობს.
ჟურნალებს თან ახლავს ფასდაკლების კუპონი, რომელსაც ამოჭრით, წარადგენთ მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" ნებისმიერ ფილიალში და მიიღებთ წიგნს განახევრებულ ფასად. ამჯერად წარმოდგენილია წიგნი "გაიგე, რა როგორ მუშაობს", სადაც მარტივი ენითაა აღწერილი, როგორ მუშაობს ჩვენთვის კარგად ცნობილი ესა თუ ის ხელსაწყო. წიგნი 22 ლარი ღირს, კუპონის საშუალებით კი 11 ლარად შეგიძლიათ მისი შეძენა.
ჟურნალებთან ერთად იყიდება დისნეის სერიის წიგნი "ქალთევზა", თუმცა "საბავშვო კარუსელის" შეძენა წიგნის გარეშეც შესაძლებელია.
რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ საბავშვო ჟურნალთან სისტემატური ურთიერთობა, იქ წარმოდგენილი მარტივი დავალებების შესრულება მოგვიანებით ბავშვს სასკოლო მასალის უკეთ ათვისებაში დაეხმარება, ხელს შეუწყობს კითხვისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.
"საბავშვო კარუსელში" გამოყენებული მასალები იმ სპეციალისტების ნაშრომებს ეყრდნობა, რომლებიც სკოლამდელი და დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვთა განვითარებაზე მუშაობენ. შესაბამისად, ჟურნალში წარმოდგენილი სახალისო დავალებები, თავსატეხები, კროსვორდები და სავარჯიშოები ბავშვის განვითარებაზეა ორიენტირებული. ნუ დაიზარებთ, თვალყური მიადევნეთ თქვენს პატარას ამ დავალებების შესრულებისას, რაც მას ბევრი სასარგებლო უნარ-ჩვევის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.