ბროშურები 5-9 წლის ასაკის ბავშვებისთვისაა ჟურნალმა "საბავშვო კარუსელმა" სააზროვნო თავსატეხების გამოცემა დაიწყო. ფერადი, ილუსტრირებული ბროშურები ჟურნალს საჩუქრად მოჰყვება და 30-მდე მეტ თავსატეხს მოიცავს. ბროშურები 5-9 წლის ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. სახალისო, მულპერსონაჟებით გაფორმებული თავსატეხები პატარებს ლოგიკურ, მათემატიკურ და შემოქმედებით აზროვნებას გაუვარჯიშებს.
შეგახსენებთ, ჟურნალი "საბავშვო კარუსელი" ყოველ პარასკევს გამოდის. თვის ყოველი ბოლო ნომერი კი 2 ნაწილადაა წარმოდგენილი - გოგონებისთვის და ბიჭებისთვის.
11 სექტემბრიდან ჟურნალთან ერთად შეგიძლიათ წიგნების ახალი სერიის "ტომი და ჯერის" შეგროვებაც დაიწყოთ. შეთავაზება საინტერესოა იმით, რომ წიგნები სპეციალურ ფასად - 2 ლარად გაიყიდება.
ჟურნალი+წიგნი +თავსატეხებ - 4 ლარი
ჟურნალი+თავსატეხები - 2 ლარი