”პაზლი” 30 ნაწილისგან შედგება და მისი აწყობის შემდეგ, 3D ფორმატში სვეტიცხოვლის ზუსტ ანალოგს მიიღებთ როგორც იცით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ ქართველთათვის ერთ-ერთ საყვარელ დღესასწაულთან დაკავშირებით მკითხველებისთვის საჩუქარს გამომცემლობა ”პალიტრა L”-იც ამზადებს. სპეციალურად სვეტიცხოვლობის დღესასწაულისთვის ქართული ეკლესიის უმთავრესი ტაძრის პაზლი გამოიცემა. ”პაზლი” 30 ნაწილისგან შედგება და მისი აწყობის შემდეგ, 3D ფორმატში სვეტიცხოვლის ზუსტ ანალოგს მიიღებთ.
3D ”პაზლი” სვეტიცხოვლობის კვირაში წიგნების მაღაზიათა ქსელ ”ბიბლუსში” გაიყიდება. აუცილებლად შეიძინეთ და თქვენს შვილებთან ერთად ააწყვეთ - ეს იქნება საოცრად შემეცნებითი, მხიარული და დასამახსოვრებელი საქმიანობა. მშობელთან ერთად, თამაშ-თამაშით ბავშვი საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს ტაძარს "ააგებს" და მის ისტორიასაც გაიგებს (მაგალითად იმას, თუ როგორ აიგო ეს დიდი ტაძარი, რომ იქ ქრისტიანთათვის უდიდესი სიწმინდე - ღვთისმშობლის ხელით მოქსოვილი მაცხოვრის კვართი ინახება და რომ ტაძრის ამგებ არსაკიძეზე კონსტანტინე გამსახურდიამ უდიდესი ქმნილება "დიდოსტატის მარჯვენა" დაწერა... მოსაყოლს რა გამოლევს, როცა სვეტიცხოველზეა საუბარი...) ბავშვი საბოლოო შედეგითაც უდაოდ აღტაცებული დარჩება. აწყობილი პაზლი შეუძლია, სადმე გამოსაჩენ ადგილას დადოს, თუნდაც თავის სამეცადინო კუთხესთან და ხშირად დატკბეს სვეტიცხოვლის ტაძრის მშვენებით და რაც მთავარია, მის მიერ აწყობილი ნიმუშის ცქერით.