ის, რაც ნებისმიერ პატარას გაახარებს გყავდათ ბავშვობაში პერსონაჟები, რომლებსაც რეგულარულად ხატავდით? ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ისინი ნახატებად კი არ რჩებიან, ცოცხლდებიან... შეიძლება, ჩაეხუტოთ, ეთამაშოთ, დაიძინოთ მათთან. ეს ყველაფერი წლების ხნის წინ ფანტასტიკა იყო, თუმცა რა ხანია რეალობად იქცა.
ერთ-ერთმა სათამაშოების მწარმოებელმა გადაწყვიტა, ბავშვების ნახატები ექცია სათამაშოებად. მათ უამრავი წერილი მისდით და არსებებს, რომლებსაც პატარები ხატავენ, სათამაშოებად აქცევენ. ნებისმიერ ბავშვს გაახარებს ასეთი საჩუქარი.
ყველაფერი დური სიყვარულით დაიწყო. პროექტის შემქმნელს უმცროსი და ჰყავს. გოგონა განიცდიდა, რომ მისი დის ნახატები მხოლოდ ცოტა ხნით იყო მიკრული მაგნიტით მაცივარზე და მერე იქიდან ხსნიდნენ. უნდოდა, მის უმცროს დაიკოს თავის ქმნილებებთან ეთამაშა.
ჯერ მხოლოდ თავისი დისთვის დაიწყო მის მიერ დახატული პერსონაჟების ქსოვა, მერე კი გადაწყვიტა, სხვების ნახატებიც "გაეცოცხლებინა". ახლა ფირმა მთელი მსოფლიოდან იღებს შეკვეთებს.
შემქმნელები საუკეთესო მასალებით მუშაობენ და რეგულარულად იღებენ მადლობებს. საჩუქრის გაგზავნამდე რწმუნდებიან, რომ სათამაშო მომავალ მფლობელს არანაირად არ ავნებს.
ნებისმიერი ნახატი და ფოტოც კი, რეალური ადამიანის, შეიძლება სათამაშოდ იქცეს. ფირმის საიტზე შეკვეთის მერე დაახლოებით 2 თვე ელიან შედეგს – სანამ შეიკერება და გაიგზავნება. თუმცა ლოდინი ნამდვილად ღირს.
საუკეთესო იდეები სიყვარულისგან ჩნდება! იხილეთ ფოტოგალერეა