მშობლებო, წაიყვანეთ და გაართეთ პატარები – არ ინანებთ! მშობლებისა და ბავშვების საყვარელ შემეცნებით და გასართობ ადგილად ქცეულმა "ბიბლუსი ქიდსმა" კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება დაგეგმა თქვენთვის. შეგიძლიათ, იმოგზაუროთ თბილ სამყაროში "ბიბლუსი ქიდსთან" ერთად და მოუწყოთ პატარებს აღმოჩენების თავგადასავალი.
ღონისძიება, რომელიც ბევრ გართობას და სანახაობას მოიცავს, 24 ოქტომბერს, შაბათს, 14:00 საათიდან იწყება. პატარების გართობაზე იზრუნებენ მათი საყვარელი გმირები: ჯეკ ბეღურა, პეპი გრძელი წინდა, ჯამბაზი და ულამაზესი ფიფქია! საყვარელი პოპინსები ბავშვებს სახეზე ულამაზეს ნახატებს დაახატავენ.
დასკვნითი ნაწილი კი 17:00 საათზე იწყება - ნიკოლოზ საბაშვილისა და გ.მ. სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის საბავშვო სპექტაკლი "იავნანამ რა ჰქმნა?!", სპექტაკლი, რომელიც უკვე იხილეს მანჰეტენის სენტ მარკის თეატრში, რეჟისორისგან, რომელმაც მოიპოვა უმაღლესი თეატრალური პრემია "დურუჯი"". ამ სპექტაკლს ახლა თქვენ ნახავთ!
არ დაგავიწყდეთ თქვენ უგემრიელესი ტორტის გაჭრაც გელოდებათ! "ბიბლუსი ქიდსის" სამყაროში შესვლა მთელი დღე თავისუფალი იქნება!
შეგახსენებთ მისამართს: ი.ჭავჭავაძის გამზ. 7, "ბიბლუსი გალერეა".