სიცივეს თბილი, მყუდრო და კომფორტული გარემო უხდება, სადაც ბავშვიც და მშობელიც სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატარებენ დროს ცხელი ზაფხულის შემდეგ ნანატრი შემოდგომაც დადგა, რასაც ბავშვები, ტრადიციულად, აპროტესტებენ. ეს ალბათ ის პროტესტია, რომელიც არ იცვლება თაობიდან თაობამდე. ყველა პატარასთვის საყვარელი გასართობი - ღია ცის ქვეშ თავისუფლად გაგიჟება, უკვე ნაკლებად ნებადართულია მათთვის. ცივი ამინდების გამო, ბავშვების სკვერებსა და ეზოებში დიდხანს თამაში უკვე აღარ ღირს. სიცივეს თბილი, მყუდრო და კომფორტული გარემო უხდება, სადაც ბავშვიც და მშობელიც სასიამოვნოდ და საინტერესოდ გაატარებენ დროს.
ბავშვთა გასართობი ცენტრების ნაკლებობას ქალაქი ნამდვილად არ უჩივის, თუმცა სრულიად განსხვავებული კონცეფციის მატარებელია საბავშვო შემეცნებით - გასართობი ცენტრი "ბიბლუსი ქიდსი", რომელიც "ბიბლუსი გალერეაში" მდებარეობს ვაკეში - ი. ჭავჭავაძის #7-ში. ეს ცენტრი გამოირჩევა საჭირო და აქტუალური სერვისით - მშობლებს შეუძლიათ, დატოვონ ბავშვები საათობრივად. პატარებს გამოცდილი, მოხერხებული და მხიარული პოპინსები გაართობენ. ასევე, ცენტრის პროგრამა ბევრ მშობელს დააინტერესებს. ის ერთდროულად მოიცავს როგორც გასართობ, ასევე შემეცნებით და შემოქმედებით თამაშებს. პარალელურად, ცენტრში საბავშვო ილუსტრირებული წიგნების დიდი არჩევანია. ამ წიგნების წაკითხვა და დათვალიერება იქვე შეგიძლიათ. დეტალებზე ცენტრის მენეჯერი ქეთი მახათაძე გვესაუბრება:
- "ბიბლუსი ქიდსი" გათვლილია 3-12 წლამდე ასაკის ბავშვებზე. თუმცა, საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც კარგი განწყობის შექმნა სურს და უყვარს აქტიურად დასვენება, თოჯინების კეთება, კონსტრუქტორების აწყობა, კითხვა, სპორტი და მუსიკა.
- რა აქტივობებს სთავაზობენ ბავშვებს თქვენი ძიძები? როგორც ვიცი, მათ პოპინსები ჰქვიათ.
- დიახ პოპინსები ჰქვიათ. ბავშვებს ისინი ძალიან უყვართ. თვალები ენთებათ მათ დანახვაზე. აქტივობები დღეების მიხედვით გვაქვს გაწერილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხატვის დღეს არ გამოვძერწავთ ან არ შევკერავთ. უბრალოდ, ყოველდღიურად სხვადასხვა დომინანტი პროგრამები გვაქვს. პოპინსები ნებისმიერი ბავშვის გემოვნებასა და შესაძლებლობებს ითვალისწინებენ.
ბიბლუსი ქიდსის განრიგი ასეთი გახლავთ:
ორშაბათი - ქაღალდის ხელოვნება (ორიგამი).
სამშაბათი - ბისერების, თოჯინების კერვის, ხატვის, ქსოვის ხელოვნება.
ოთხშაბათი - კროსვორდები,ინტელექტუალური შეჯიბრებები.
ხუთშაბათი - ძერწვის დღე (თიხა, პლასტელინი).
პარასკევი - აპლიკაციებისა და კონსტრუქტორების აწყობა.
შაბათი - კითხვის დღე (მოწვეული მსახიობი უკითხავს ბავშვებს, წინასწარ შერჩეულ ნაწარმოებს).
კვირა - კარაოკე, სპორტი (გართობისა და განტვირთვის დღე).
ჩვენი პატარა სტუმრების მიერ შესრულებული ნახატები პერიოდულად ჟურნალ ”საბავშვო კარუსელში” ქვეყნდება.
ასევე აღსანიშნავია კითხვის დღე, ყოველ შაბათს ჩვენთან მოდის მსახიობი, რომელიც უკითხავს ბავშვებს წინასწარ შერჩეულ ნაწარმოებს. შემდეგ განიხილავენ, მსჯელობენ მის ირგვლივ, აკეთებენ საინტერესო დასკვნებს. შედეგად, ბავშვისთვის წიგნის კითხვა აღარ ასოცირდება გაკვეთილის სწავლასთან და საინტერესო პროცესი ხდება. კითხვის სურვილი უჩნდება სახლში მისულსაც, რაც უკვე არა ერთმა მშობელმა გვითხრა. მომავალ შაბათს 31 ოქოტმბერს მოწვეული სტუმარი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის უკვდავ ნაწარმოებს „პატარა უფლისწულს“ წაიკითხავს. ბევრ სტუმარს ველით.
ასევე, გვაქვს წვეულებები, დაგეგმილი ღონისძიებები, რომლის შესახებ, ჩვენი ფეისბუქგვერდის საშუალებით ვატყობინებთ ჩვენს ერთგულ მეგობრებს. სწორედ ასეთი ღონისძიება გაიმართა 24 ოქტომბერს, სადაც პოპინსებმა, მოწვეულმა ანიმატორებმა და თოჯინების სახელმწიფო თეატრმა სპექტაკლით "იავნანამ რა ჰქმნა" იზრუნეს ჩვენი სტუმრების საზეიმო განწყობაზე, დავაგემოვნეთ გრანდიოზული საზეიმო ტორტიც.
- ბიბლუსი ქიდსში უამრავი საბავშვო წიგნია წარმოდგენელი. ნამდვილად თვალისმომჭრელია და ნებისმიერი ბავშვი მოისურვებს მათ ხელში აღებას. ამ წიგნების ადგილზე წაკითხვა და დათვალიერებაც შეიძლება ალბათ...
- აუცილებლად, ნებისმიერ ბავშვსა თუ მშობელს ეძლევა საშუალება, დაათვალიეროს, წაიკითხოს და შეარჩიოს მისთვის სასურველი წიგნი შესაძენად ან ჩვენთან ყოფნის პერიოდში იკითხოს.
- ბავშვის დატოვების სერვისზე მითხარით...
- ყველა დედას ვისი შვილიც 3 წლის შესრულდა, შეუძლია მოიყვანოს და კვალიფიციურ პოპინსებთან დატოვოს პატარა. ის არა მხოლოდ გახალისებული და უვნებელი, არამედ ცოდნაშეძენილი დახვდება საკუთარ დედიკოს :) ბავშვის დატოვება ნებისმიერი დროით არის შესაძლებელი.
- რა განრიგით მუშაობს "ბიბლუსი ქიდსი"?
- "ბიბლუსი ქიდსი" მუშაობს ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით 10.00 საათიდან - 22.00 საათამდე.
"ბიბლუსი ქიდსის" კარი ღიაა ყველა საქმიანი მშობლისა თუ დიასახლისისთვის, ბებია-ბაბუებისთვის რათა მიიყვანონ და დატოვონ მათი პატარები პოპინსების მზრუნველობის ქვეშ, ან თავად გაერთონ მათთან ერთად. ბავშვებმა ჯერ არ იციან დროის ფასი. ასწავლეთ მათ შემეცნებითად გართობა ბიბლუსი ქიდსში, ამის მოსავალს აუცილებლად მოიმკით მომავალში.