ასე გალამაზებული შემწვარი ქათამი უფრო გემრიელად შესაჭმელია
ეს მელაკუდა სინამდვილეში შემწვარი ქათმის ნაჭერია. როცა ასე გალამაზებულია, უფრო გემრიელად შესაჭმელიც ჩანს. მისი მომზადება ძალიან ადვილია
საჭირო მასალა:
1 შემწვარი ქათმის ბარკალი;
მოხარშული სტაფილოს 4 რგოლი;
2 ცალი შავი ზეთისხილი;
მწვანე სალათის 2 ფოთოლი.
1. შემწვარი ბარკალი მოათავსე თეფშზე. თვალებად გაუკეთე სტაფილოს რგოლები.
2. სტაფილოს რგოლი გაჭერი შუაზე და თითოეულს კუთხეები მოაჭერი - ეს ყურებია.
3. მელაკუდას დაუმაგრე ყურები. ზეთისხილის მარცვალი შუაზე გაჭერი და თვალის გუგები გაუკეთე.
4. დარჩენილი სტაფილოს რგოლი კუდისთვის გამოიყენე, მთლიანი ზეთისხილით ცხვირი გაუკეთე.
5. მწვანე სალათის ფოთლებს ბოლოები წააჭერი.
6. დარჩენილი ფუშფუშა ნაწილი კი თეფშზე ისე განალაგე, თითქოს ბუჩქია და მელაკუდა იქიდან იყურება.