მოუსმინეთ საყვარელ ზღაპარს ბაბილინასთან ერთად როგორც კითხვის მოყვარულმა პატარებმა და მათმა მშობლებმა იციან, შაბათი "ბიბლუსი ქიდსში" კითხვის დღეა. ცნობილი ადამიანები ამ დღეს პატარებს საყვარელ ზღაპრებს უამბობენ და ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებენ.
ამ შაბათს "ბიბლუსი ქიდსს" ყველა ბავშვისთვის საყვარელი მეზღაპრე ბაბილინა ესტუმრება. მხიარული და კეთილი ბაბილინა პატარებს უამბობს მარად ახალგაზრდა ცელქი ბიჭუნას, პიტერ პენის ჯადოსნურ ისტორიას! არ გამოტოვოთ ეს დღე და არ მოაკლოთ თქვენს შვილებს ეს სიამოვნება! შაბათს, 21 ნოემბერს, 16:00-დან 18:00 საათამდე დრო გაატარეთ მყუდრო გარემოში, ჯადოსნური წიგნების სამყაროში ბაბილინასთან ერთად.