პოპულარული სათამაშო ნამდვილ კოშმარად იქცა მშობლებისა და ბავშვებისთვის პოპულარული სათამაშო ნამდვილ კოშმარად იქცა მშობლებისა და ბავშვებისთვის. პირველ რიგში, გრძელთმიანი გოგონებისთვის და მათი მშობლებისთვის, რომლებსაც საათობით უწევთ ბავშვის თმიდან ფერად-ფერადი რეზინის კონსტრუქტორის ამოძრობა.
ლაპარაკია Bunchems-ზე, კონსტრუქტორზე, რომელიც 400-ზე მეტი პატარა რეზინის ბურთულისგან შედგება. მათ ყველა მხრიდან პაწაწინა საცეცები აქვთ. ბურთულები ერთმანეთში ჯდება და სხვადასხვაგვარი სამგანზომილებიანი კონსტრუქციები იქმნება. ბავშვებს უვითარებს მცირე მოტორიკას და წარმოსახვას. ზოგადად, ერთ-ერთ ყველაზე სასურველი სათამაშოა, განსაკუთრებით საშობაოდ.
თუმცა ბევრი მშობელი, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონია ამ სათამაშოსთან და გამოცდილებაც დაუგროვდა, ამბობს, რომ ის ყველაზე ცუდი სათამაშოა. სოციალურ ქსელში გაავრცელეს ატირებული გოგონების ფოტოები, რომლებსაც ბურთულები თმაში აქვთ გახლართული. ხშირად იმდენად იბლანდება ბურთულები, ვერც აძრობენ და ბავშვებისთვის თმის შეჭრა ხდება აუცილებელი.
პრობლემა ისეთი გავრცელებულია, რომ კომპანიამ, რომელიც ამ სათამაშოს უშვებს, ვიდეო გამოაქვეყნა რეკომენდაციებით - თუ როგორ უნდა გამოიძრონ შემთხვევით თმაში მოხვედრილი ბურთულა. კომპანიის რეკომენდაციაა, გამოიყენონ თმის კონდიციონეტი და მცენარეული ზეთი. თავად კოლოფსაც დააწერეს, რომ არსებობს თმაში გახლართვის საფრთხე და მაქსიმალურად მოერიდონ მის თმებთან შეხებას.