ლაპარაკია Bunchems-ზე, კონსტრუქტორზე, რომელიც 400-ზე მეტი პატარა რეზინის ბურთულისგან შედგება. მათ ყველა მხრიდან პაწაწინა საცეცები აქვთ. ბურთულები ერთმანეთში ჯდება და სხვადასხვაგვარი სამგანზომილებიანი კონსტრუქციები იქმნება. ბავშვებს უვითარებს მცირე მოტორიკას და წარმოსახვას. ზოგადად, ერთ-ერთ ყველაზე სასურველი სათამაშოა, განსაკუთრებით საშობაოდ.

თუმცა ბევრი მშობელი, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონია ამ სათამაშოსთან და გამოცდილებაც დაუგროვდა, ამბობს, რომ ის ყველაზე ცუდი სათამაშოა. სოციალურ

პრობლემა ისეთი გავრცელებულია, რომ კომპანიამ, რომელიც ამ სათამაშოს უშვებს, ვიდეო გამოაქვეყნა რეკომენდაციებით - თუ როგორ უნდა გამოიძრონ შემთხვევით თმაში მოხვედრილი ბურთულა. კომპანიის რეკომენდაციაა, გამოიყენონ თმის კონდიციონეტი და მცენარეული ზეთი. თავად კოლოფსაც დააწერეს, რომ არსებობს თმაში გახლართვის საფრთხე და მაქსიმალურად მოერიდონ მის თმებთან შეხებას.
