„ჰეფი ლაუნჯი“ თქვენთან ერთად გეგმავს, როგორი იქნება თქვენი ერთი ლამაზი დღე დაბადების დღეებისა და სხვა წვეულებების სადღესასწაულო ცენტრში გადახდა ძალიან მოდური და ამავდროულად პრაქტიკული გახდა. თუ ამა თუ იმ წვეულების გამართვას გეგმავთ და გსურთ მნიშვნელოვანი დღეები დასამახსოვრებელი და სასიამოვნო იყოს, პირველ რიგში სწორად უნდა შეარჩიოთ სადღესასწაულო ცენტრი.
ალბათ ყველა თქვენგანს ახსოვს, 2003 წელს თბილისში ერთ-ერთი პირველი გასართობი ცენტრი „ალადინი“ გაიხსნა, დღეს ამ ცენტრს „ჰეფი ლაუნჯი“ ჰქვია. სახელი შეიცვალა, თუმცა დარჩა მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალთა გუნდი და არაჩვეულებრივი გარემო. აქ ნებისმიერ თქვენთვის მნიშვნელოვან დღეს დღესასწაულად აქცევენ. ყველა ასაკის მომხმარებელს მრავალფეროვან და განსხვავებულ მომსახურებას სთავაზობენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს არის ადგილი, სადაც თავად შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დღის თითოეული წუთი, თავად მოიფიქროთ პროგრამა, თავად შეადგინოთ მენიუ, ინტერიერი თქვენი გემოვნებით გააფორმოთ, იქნება ეს დაბადების დღე, ნათლობა, წინა საქორწინო დღესასწაული, თინეიჯერული საღამო, კარაოკე ფართი, თუ უბრალოდ წვეულება საყვარელ ადამიანებთან ერთად. მაშინ, როცა სტუმრები გმირებთან ან წამყვანთან მხიარულობენ, თქვენი პატარა შეგიძლიათ ატრაქციონის პერსონალს მიანდოთ და „ლაუნჯ გარემოში“ მშვიდად მიირთვათ ან მონიტორების საშუალებით მიადევნოთ პატარას თვალყური.
„ჰეფი ლაუნჯში“ თქვენი პატარების საყვარელი მულტფილმის თუ ზღაპრის გმირების არჩევანი შეუზღუდავია. ბიჭებს განსაკუთრებით მოსწონთ „რკინის კაცი“, გოგონებს კი – საყვარელი მულტფილმის „გაყინულის“ გმირები ელზა, ანა და ოლაფი. შესაძლებელია თქვენთვის სასურველი ნებისმიერი გმირის ადგილზე გამოძახებაც და სასურველი ღონისძიების დაგეგმვა „ჰეფი ლაუნჯის“ ტერიტორიის მიღმაც.
”ჰეფი ლაუნჯის” უგემრიელესი სამზარეულო ჯერ კიდევ 2003 წლიდან არის ცნობილი და ის ტორტების საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. ეს სადღესასწაულო ცენტრი ამ მენიუს ადგილზე გამოძახების სერვისსაც გულისხმობს.
ასე რომ, „ჰეფი ლაუნჯთან“ ერთად შეგიძლიათ დაზოგოთ თანხაც, ენერგიაც და მაქსიმალურად გაილამაზოთ ან გაულამაზოთ პატარებს მნიშვნელოვანი დღეები.
ცენტრში მოქმედებს ფოტო-ვიდეო გადაღება და ლიმუზინის მომსახურება. დიჯეი და კარაოკე X-box-ის ცეკვებთან ერთად თინეიჯერების წვეულების აუცილებელი ატრიბუტია, რომლის მიმართაც არც უფროსები ვართ ხოლმე გულგრილნი.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ცენტრი ინდივიდუალურად ზრუნავს თითოეულ მომხმარებელზე, ასაკი შეუზღუდავია, გასართობი პროგრამა - მრავალფეროვანი, გარემო - მყუდრო და სასიამოვნო, ფასიც - ხელმისაწვდომი. „ჰეფი ლაუნჯი“ თქვენთან ერთად გეგმავს, როგორი იქნება თქვენი ერთი ლამაზი, დღე, რომელიც მათი დახმარებით დიდ დღესასწაულად იქცევა. საახალწლო ღონისძიებები უკვე დაიწყო, ასე რომ, იჩქარეთ!
R