ნახეთ მათი ნამუშევარი ეს თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა-პანსიონის პატარების მიერ გაკეთებული ნაძვის ხეა. მათ ის ნარჩენებისგან დაამზადეს, იდეით "არ მოვჭრათ ცოცხალი ნაძვი". გამოყენებული მასალაა მაუდი, ქსოვილი, მძივები, ღილები, ბიაზი და მიმაგრებული აქვს ჯიბეები. თითოეულ ჯიბეში დევს თვე, ბრაილით მიწერილი რიცხვები 1-დან 31-ის ჩათვლით.