წიგნები ბავშვისთვის გასაგები ენით უამბობს მოზარდებს უდიდესი ქართველების მნიშვნელოვან მიღწევებს ალბათ ბევრს გინახავთ სატელევიზიო შოუებში წარმოდგენილი ქუჩის გამოკითხვები, სადაც სტუდენტები ვერ იხსენებენ, ვინ იყო იყო შოთა რუსთაველი, ვინ დაწერა დედაენა, ვინ იყო ქართველთა პირველი მეფე ან სად არის დავით აღმაშენებლის საფლავი. არ იციან თუ არ ახსოვთ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყნის უდიდესი მოღვაწეები და მათი ბოიგრაფია ერთმანეთში არ უნდა გვერეოდეს. ხოლო თუ ამ ცოდნას ბავშვობიდანვე ჩაეყრება საფუძველი, ასეთი მნიშვნელოვანი დეტალები აღარასოდეს დაგავიწყდება.
მით უმეტეს, რომ არსებობს საგანგებოდ ბავშვებისთვის შექმნილი ბიოგრაფიული წიგნების სერია, "დიდი ქართველები", რომლებიც ძალიან მარტივი, ბავშვისთვის გასაგები ენით უამბობს მოზარდებს უდიდესი ქართველების მნიშვნელოვან მიღწევებს. ხოლო ჟურნალი "საბავშვო კარუსელი" და გამომცემლობა პალიტრა L-ი ამ წიგნების სერიას განახევრებულ ფასად გთავაზობთ.
11 ივლისიდან ყოველ პარასკევს ჟურნალ "საბავშვო კარუსელს", ტრადიციულ ფასდაკლების კუპონთან ერთად, დაემატა კიდევ ერთი კუპონი, რომელსაც ამოჭრით, წარადგენთ წიგნების მაღაზია "ბიბლუსის" ნებისმიერ ფილიალში და მიიღებთ წიგნებს 2 ლარად.
დეტალებს ჟურნალის ნომრიდანაც შეიტყობთ. პირველი წიგნი გახლავთ "ფარნავაზი".
შეუგროვეთ ბავშვებს დიდი ქართველების ბიოგრაფიების სერია, რომელშიც პარალელურად წარმოდგენილია ისტორიაც და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც.
კუპონები მოჰყვება როგორც ბიჭების, ისე გოგონების "საბავშვო კარუსელს". გაითვალისწინეთ, ეს კუპონი ჟურნალის მე-17 გვერდზეა. ყდაზე განთავსებული კუპონი კი სხვა წიგნის შეძენის საშუალებას გაძლევთ.