ბავშვების ასაკი არ არის შეზღუდული! ძვირფასო მშობლებო, დაარეგისტრირეთ ბავშვები 8 მაისის თამაშობანა ზეიმზე “wings for life - მსოფლიო რბენის” ფარგლებში. დარეგისტრირებულებს კახეთში, სათამაშო ზონის შესასვლელში გადაეცემათ თამაშობანას მოქალაქეობის პასპორტები და საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახალისო თამაშებში: ორდროშობანა, რეზინობანა, წრეში ბურთი. ასევე გაიმართება საბავშვო გარბენი. გამარჯვებულებს გადაეცემათ მედლები და სხვადასხვა თამაშები საჩუქრად!
ბავშვის "მიღება-ჩაბარება" მოხდება მშობლის ხელმოწერით და პირადობის მოწმობის წარდგენით. ბავშვების ასაკი არ არის შეზღუდული, მაგრამ 5 წლამდე ბავშვებს თან უნდა ახლდნენ მშობლები. იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა